• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აკა მორჩილაძის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა” – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
11:32 04-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,460

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან წარდგენილმა მწერალმა აკა მორჩილაძემ (გიორგი ახვლედიანი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია და კრიტიკა მოყვა.

მათ შორის ერთ-ერთი პოლიტოლოგი გია ნოდიაა, რომელიც “ფეისბუკში” წერს:

“ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ აკა მორჩილაძე და გიო ახვლედიანი. აკა მორჩილაძეს ყველანი ვიცნობთ, მეც და ბევრი სხვაც თავისი თაობის საუკეთესო ქართველ მწერლად თვლის. გიო ახვლედიანს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთი ჩვეულებრივი კაცია, თავისი კარგი და ცუდი თვისებებით. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

რატომღაც მოველით, რომ რაკი აკა მორჩილაძე კარგი მწერალია, ამიტომ გიო ახვლედიანი ასეთივე კარგი მოქალაქე უნდა იყოს და სწორი (ანუ ჩვენ რომ მოგვწონს, ისეთი) პოზიცია უნდა ჰქონდეს. მეც გამეხარდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. მაგრამ მწერალი და ადამიანი სხვადასხვაა.

მისი ქვაზი-ღრმად-ფილოსოფიური ანალიზი სინამდვილეში ძალიან ბანალური და ზედაპირულია. მთავარი შეცდომა, საიდანაც სხვა ყველაფერი გამომდინარეობს, შეჯამებულია ფრაზაში: ჩვენს ქვეყანაში „ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა.“ თუ ამ ცნებებს აბსოლუტურად გაიგებ, როგორც პლატონურ იდეებს, ცხადია, ეს მართალია. მაგრამ ეს ყველგან მართალია. ნებისმიერი ქვეყანა მომეცით – ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ვინც გინდა, და თავისუფლების, დემოკრატიისა და ლიბერალობის პრინციპებისგან უამრავ უსერიოზულეს გადახრას აღმოვუჩენ. გიო ახვლედიანის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა: მე ვიცი, რა არის იდეალი და ვხედავ, რომ ქვეყანა მას არ შეესაბამება; ის, თუ მაინც რამდენადაა ის დაშორებული ამ იდეალს, წვრილმანი დეტალია, ამ სისულელეებით ჩამისთანა გაქანების ადამიანს ნუ შემაწუხებთ.

მაგრამ დიდი და არსებითი განსხვავებაა, ამერიკაში ცხოვრობ, რუსეთში თუ ირანში (ბოლო ორი ქვეყნიდან გამოქცეულ ხალხს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ). ასევე დიდი განსხვავებაა, აკა მორჩილაძე ისეთ ქვეყანაში იცხოვრებს, სადაც შეუძლია მშვიდად წეროს და თუნდაც ასეთი წერილები აქვეყნოს, თუ მას ამ ნაწერებისთვის დახვრეტენ, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ან ტიციან ტაბიძე დახვრიტეს. დღევანდელ საქართველოსა და დღევანდელ რუსეთს შორისაც ჯერჯერობით საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა, თუმცა ხვალ შეიძლება ის წაიშალოს. ამიტომ ღირს, ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

როგორც ჩანს, გიო ახვლედიანს პირველ რიგში მშვიდი და კომფორტული ცხოვრება უნდა. ამისთვის ვერ განვსჯი. ეს წერილი სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის რაციონალიზაცია. ვითომ ღრმა და სინამდვილეში მეჩხერი ფილოსოფოსობა (თურმე, საბჭოთა კავშირის სულიერი მემკვიდრეობა მოგვდევს! ნუთუ ეს ასეა?) სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის შეფუთვა.

გაცილებით ჯობდა, ღიად ეთქვა: მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვწერო, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ხოდა გამანებეთ თავი. მაგრამ არ გამოდის ამის პირდაპირ თქმა, უნდა ჩახლართო.” – ასე აფასებს გია ნოდია აკა მორჩილაძის წერილს.

შეგახსენებთ, 2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – თბილისში მსვლელობა დაიწყო

უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტი მიიღო

პარლამენტი მეორე მოსმენით კანონპროექტს კენჭს შემდეგ კვირაში უყრის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved