• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:44 04-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, სინამდვილეში ვინ არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ეკავა ბოლოს ტრიბუნა. პაპუაშვილის განმარტებით, ასევე კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია.

„რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი, ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან საერთო ჯამში ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved