• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეპრესიები სასამართლო სისტემაში – მოსამართლის ქმარი იძულებული გახადეს სამსახურიდან წასულიყო

ალია ავტორი - ალია
15:53 04-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

რეპრესიები სასამართლო სისტემაში – მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერს, იძულებული გახადეს საერთო სასამართლოების სისტემიდან წასულიყო. ამის შესახებ განცხადება მოსამართლე მაისურაძემ ცოტა ხნის წინ თავად გაავრცელა.

მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა. ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში.
რათქმა უნდა ესეც გაივლის…”- წერს მადონა მაისურაძე.

რეპრესიები, სავარაუდოდ, სასამართლოს გავლენიანმა ჯგუფმა დაიწყო, რადგან საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვემდებარება. უმაღლესი საბჭო და მისი წევრები კი ის ორგანოა, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოსამართლების კეთილსინდისიერების შემოწმებას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, ვინც ჯერ არც კლანის დემარშს შეუერთდა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა, შემდეგ კი ღიად დაუჭირა მხარი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას.

მადონა მაისურაძის ქმარი გიორგი ჩემია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

tvpirveli

თეგები: მადონა მაისურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved