• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს მამამისის, გია კობახიძის ყოფილი თანამებრძოლები, ყოფილი პუტჩისტები, რაკლი კობახიძეს ემორჩილებიან და არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან კობახიძის მოყვანილები არიან პარლამენტში“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
21:52 01-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,734

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, მოდით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით დავიწყოთ საუბარი. რაც თქვა, გასაგებია, მაგრამ რაც არ თქვა, ის არის საინტერესო. თქვენ რას ელით მისგან?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ გამოთქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, არამართებულად მიმაჩნია, რადგან არ ვთვლი, რომ ის პოლიტიკიდან როდესმე წასული იყო და ხელი აღებული ჰქონდა ქვეყნის მართვაზე. ახლა ჩვენ თუ  გვსურს, რომ თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერეოდა სახელმწიფოს მართვის საქმეებში,  ეს სხვა თემაა. ყველა უმთავრესი, კარდინალური გადაწყვეტილებები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში თანხმდებოდა  ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის რეალობა. სხვათაშორის, ეს ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა  ივანიშვილზე ჭკვიანი  და გამოცდილი  კაცი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ლიდერები მას რჩევას ეკითხებოდნენ. რატომ მალავდნენ ამას და რატომ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე არ იყო, ეს ჩემთვის გაუგებარია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მიღებულია, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტები კონსულტანტებად მუშაობენ თავიანთ პარტიებში. მაგალითად, ჰენრი კისინჯერი წლების განმავლობაში სახელმწიფო საქმეებს აკეთებდა, ექს–პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელსაც პირადად შევხვდი თბილისში  1991 წელს, ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის კონსულტანტი იყო და თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად იყო ჩამოსული. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრისას მეც მომიწია მასთან შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი  ზარქუამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი აქტიური კაცია და მისთვის ფუნქცია ხომ უნდა მიგვეცაო. ის იგულისხმა, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. კარგად ვიცინე ზარქუას ამ სიტყვებზე. ზარქუა რომ იტყვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფუნქცია უნდა მიგვეცა პარტიაშიო. იმ პარტიაზეა ლაპარაკი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა 2012 წელს, იქიდან მოყოლებული აფინანსებს და დღემდე რჩება მის ერთ–ერთ დამფუძნებლად. ისეთი რამე მაინც თქვას, რომ ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს. ზარქუას დასამადლებელი და ფუნქცია მისცემი რა სჭირს ბიძინა ივანიშვილს? „ქართული ოცნების“ გუნდში მაინც შეიქმნა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები. თუნდაც, ეს ზარქუები, კობახიძეები,  სხვა და სხვა კლანური დაჯგუფებები. მაგალითად, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში თავისი გუნდი ჰყავს შექმნილი ყოფილი „ედეპეშნიკებისგან“, ყოფილი პუტჩისტებისგან, იმ ხალხისგან, რომელთაც ზვიად გამსახურდია დაამხეს და მერე მის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს მამამისის, გია კობახიძის ყოფილი თანამებრძოლები არიან, შარმანაშვილი, ქადაგიშვილი და კიდევ არის რამდენიმე ეროვნულ დემოკრატიული პარტიის (ედპ)  ყოფილი წევრები. მე ვფიქრობ, რომ ედპ, გია ჭანტურიას მეთაურობით,  იყო მოღალატეობრივი ორგანიზაცია, რომელმაც ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან ერთად, საქართველოს დაქცევაში,  სამეგრელოს აოხრებაში, აფხაზეთის დაკარგვაში, საქართველოს გაყიდვაში, მიიღო მონაწილეობა. შარმანაშვილი, ქადაგიშვილი და კიდევ სხვები, ირაკლი კობახიძეს ემორჩილებიან და არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან კობახიძის მოყვანილები არიან პარლამენტში. სხვათაშორის, „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან, ერთადერთი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც არ ჰყავს თავისი დაგჯუფება პარლამენტში, ის მთლიანად ბიძინა ივანიშვილთან არის ასოცირებული. ამავე დროს შემიძლია ერთი რამ გითხრათ,  რატომ  მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დეკლალირებულად გამოჩნდა პოლიტიკაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია და ეს  თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დაახლოებით 4 თვის წინათ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა  კონტრაქტს სერიოზულ პიარ–ჯგუფთან. ეს არის ძლიერი  ებრაული კომპანია, რომელსაც მოშე კლუგჰაფტი ხელმძღვანელობს და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო  საარჩევნო კამპანიას წარმართავდა. ახლა რომ ჩამოვიდნენ ამ ჯგუფის წარმომადგენლები,  მათ ბიძინა ივანიშვილმა  მოსთხოვა, „ქართული ოცნების“  ბოლო 3–4 თვის პერიოდის მდგომარეობა შეესწავლათ და დაედოთ მისთვის ამის შესახებ ანალიტიკური მასალები. ასევე, დაედოთ მისთვის „ქართული ოცნების“ პერპექტივა 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან მაქვს ეს ინფორმაცია. შედეგები იყო კატასტროფული, მძიმე სურათი, თუ რა მდგომარეობა იყო მის პარტიაში და მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებაში. ამ დასკვნის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ღიად არიან დაპირისპირებულნი ისეთი კოლოსალური ძალები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში არიან და რომლებიც არ მალავენ ანტიპათიას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. როდესაც ეს საკმაოდ ცუდი სურათი დაუდეს ივანიშვილს, ერთადერთ გამოსავლად დასახელდა მისი უკვე ღიად გამოჩენა პოლიტიკაში, რათა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით  მოხერხდეს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება და ამ კლანური დაპისისპირებების შეჩერება „ქართულ ოცნებაში“. ანუ, სხვა გამოსავალი ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა, გარდა პოლიტიკაში ღიად გამოჩენისა და პარტიის საარჩევნო კამპანიის სათავეში ჩადგომისა.

თეგები: გია კობახიძეირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved