• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:00 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია” ისაუბრა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19″-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.

„გვქონდა გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით” 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით” გარდაცვალება არ ყოფილა”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.

„ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და „კოვიდის” შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და „კოვიდი”. ასეთი ასორტიმენტია დღეს.

ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი”,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.

„მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა გრიპით გამოწვეულ მოსალოდნელი გართულებებზე და მკურნალობის მეთოდებზე.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია.

„გრიპს განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს, თუმცა მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ამ რესპირატორული სიმპტომების ერთმანეთისგან სამწუხაროდ გარჩევა შეუძლებელია.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, თავის ტკივილით, ხველებით. დანარჩენ რესპირატორული ინფექციებს ასეთი დასაწყისი არ ახასიათებთ. ისინი, როგორც წესი თანდათან იწყება , შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურით იწყება. გრიპის გარდა ძლიერი სისუსტე, ასევე ინტოქსიკაცია და სახსრების ტკივილი, მხოლოდ „კოვიდს” ახასიათებს.

როდესაც ჩვენ რესპირატორული ინფექციები გაგვიჩნდება, ყველაზე ოპტიმალურია წავიდეთ შემდგი ალგორითმით, პირველი – ჩავიტაროთ ტესტი „კოვიდზე”, თუ კოვიდი დადასტურდა, რაც ახლა იშვიათად ხდება, მაშინ ეს ცნობილი გახდება ოჯახის ექიმისთვის , რადგან მაშინვე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში და პაციენტის მართვა ხდება „კოვიდის” პროტოკოლით.

თუ „კოვიდი” არ დადასტურდა, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ გვაქვს გრიპი. შესაძლოა გრიპზეც გაკეთდეს ტესტი, ოღონდ ეს არ არის სავალდებულო. ეს მნიშვნელოვანია ერთი რამისთვის, გრიპი ერთადერთი რესპირატორული ინფექციაა, რომელსაც აქვს სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ”, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში აჩქარებს გამოჯანმრთელებას და განკურნებას.

ყოველი 100 გრიპიდან ერთს შეიძლება ჰქონდეს პირველადი გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია. რაც შეეხება მეორად პნევმონიას, ეს უკვე გრიპის გართულებას წარმოადგენს და ეს ვითარდება ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების 10%-ში. ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია. ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია”,- განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved