• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო?“ – მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები

ალია ავტორი - ალია
17:28 01-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,042

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

„ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო?
ამ კითხვაზე პასუხს მცირე სტატისტიკით დავიწყებ:
იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. აშშ-ში ოჯახების 70%-ს ყავს ძაღლი ან კატა (60 მილიონს ძაღლი, 40 მილიონს – კატა). ბრიტანეთში ოჯახების თითქმის 60%-ს ყავს შინაური ცხოველი. ეს სტატისტიკა მზარდია (აშშ-ში ბოლო ოცი წლის მანძილზე 58%-დან გაიზარდა 70%-მდე).
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის დროს, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის შინაური ცხოველი ზოგჯერ საუკეთესო საშუალება იყო მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ნერვული სისტემის დაავადებების დროს რეაბილიტაციის მთელი რიგი პროგრამები იყენებს შინაური ცხოველის ჩართვას ამ პროცესში (animal-assisted program).
გარდა ამისა, ძაღლის ყოლა აიძულებს პატრონს ფიზიკურად უფრო აქტიური იყოს (გასეირნებისას ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე ყოფნა), რაც ასეთი იძულების გარეშე ზოგჯერ ძალიან ეზარება ადამიანს.
ბევრი ადამიანი ძაღლის ან კატის ყოლის საწინააღმდეგო არგუმენტად ცხოველის ბეწვზე შესაძლო ალერგიას ასახელებს. საერთო ჯამში ცხოველის ბეწვზე ალერგიის სიხშირე ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ოთახის მტვერზე და სხვა ბევრ ალერგენზე, თუმცა, თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს რომელიმე ცხოველის ბეწვზე ალერგია, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არგუმენტია.
რაც შეეხება ინფექციურ დაავადებებს – რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციები, რომლებიც ძაღლისგან ან კატისგან შეიძლება გადაედოს ადამიანს (ცოფი, ბარტონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადება, ტოქსოპლაზმოზი, ლეპტოსპიროზი და სხვ), თუმცა უფრო მეტი ადამიანი ზოოონოზური ინფექციებით არასაკმარისად დამუშავებული ხორცით და ხილის და ბოსტნეულის არასწორი/არასაკმარისი რეცხვის გამო ინფიცირდება, ვიდრე შინაურ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით.
ჩვენი ქვეყნის პრობლემა ცხოველის სახლში ყოლა კი არა, ის მიუსაფარი ცხოველებია, რომლებიც მრავლად არიან ქუჩებში და ისინი აქ სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო მოხვდნენ. სწორედ აქ არის ინფექციური დაავადებების პრობლემა. სანამ იარსებებს ადამიანი (არ ვიცი საერთოდ ადამიანი თუ შეიძლება ვუწოდო), რომელიც ცხოველს სახლიდან აგდებს, ყველა დანარჩენი არგუმენტი უბრალოდ უადგილოა. ცხადია, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ამას, მაგრამ ჩვენს სინდისზეც ბევრია დამოკიდებული.
ვიცი, რომ ძალიან ძნელია ძაღლის და კატის მოვლა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პოზიტივი იმხელაა, ყველაფერს გადაწონის და შვილებისთვის უარის თქმის საბაბად, გთხოვთ, ინფექციებს ნუ მოიშველიებთ?. უბრალოდ, ვასწავლოთ ცხოველებთან სწორი მოქცევა, ხელის ხშირი ბანა (ეს ისედაც გამოადგებათ) და არაფერი დაემუქრებათ.“
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved