• რეკლამა
  • კონტაქტი
12:27, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:27 12-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
903

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს:

„არ დაგვავიწყდეს თუ რა ვითარებაში, რა რეალობაში მივაღწიეთ ამ შედეგს – დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში, მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ომის შედეგად იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად, მთელი მსოფლიო, ის წესრიგი რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ, მცდელობას, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონებზე, როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, აგვისტოს ომი ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ამ ომის არიდება ვერ მოახერხა. 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში ეს ომი არ მოხდებოდა.

იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ვიტყვი სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს და ქვეყანას დაატყდეს თავს – ომი, ეს განსაცდელი ავირიდეთ, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ სამშვიდობოზე, ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად განეიტრალებულია, ბუნებრივია, ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით აფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved