• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიდით, სიმართლე ვთქვათ – რაც უფრო ღატაკდება ხალხი, უფრო მდიდრდება ხელისუფლება და ოპოზიცია” – რა სქემებზე საუბრობს დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
11:43 11-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,438

ლევან ჯავახიშვილი

,,ალიას” ესაუბრება ,,ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

–რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა ამ დღეებში და ხალხი მთავარ პრობლემად უმუშევრობას და გაზრდილს ფასებს ასახელებს. ოპოზიცია სხვა ყველა თემას დღეში ათჯერ ატრიალებს და ბოლოს, ვალის მოხდის მიზნით, ახსენდებათ ხალხის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა.. თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემები და იმიტომ არ საუბრობენ ამ მთავარ პრობლემებზე?

–მიდით, სიმართლე ვთქვათ. რაც უფრო მეტად ღატაკდება ჩვენი ხალხი, მით უფრო მდიდრდება ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტა–ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ცხადია, რამდენიმე ოპოზიციურ ძალას არ ეხება, რომლებიც არ არიან გარიგებულნი ხელისუფლებასთან. მაღალი ფასები, ეს არის ინფლაციით გამოწვეული, რომელიც ხალხის ცხოვრების დონეს დაბლა აგდებს და იმ მიდგომით, რაც ხელისუფლებას აქვს ამ საკითხზე, ამ ხალხს პერსპექტივაც კი არ გააჩნია ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა. უმუშავრობამ  კი, ამ მაღალ ფასებთან ერთად, დაცალა ქვეყანა, ასეულ ათასობით ადამიანი წავიდა ქვეყნიდან. ზოგადად, პოლიტიკა და პოლიტიკოსი იმიტომ არსებობს ქვეყანაში, რომ ხალხის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს და მათ შორის, მათი სოციალური პრობლემებისას, სახელმწიფოს ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი  საკუთარი ინტერესებისა და თავიანთი ბელადების დაცვით არის დაკავებული, სხვა არაფერი აინტერესებთ მის წარმომადგენლებს. ეს ბელადები არიან მათი საგზურები ყველგან და ყველაფერში. ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მეხოტბეობაა მათი მთავარი საქმე პოლიტიკაში, ამით იწყობენ უზრუნველ ცხოვრებას და ინარჩუნებენ კიდეც. სხვა არ აინტერესებთ. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის დროსაც, ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. ერთადერთი ზვიად გამსახურდია იცავდა ხალხის ინტერესებს, ხალხის ქონებას უფრთხილდებოდა, ველურ პროვატიზაციას ეწინააღმდეგებოდა, არ გაყიდა ქვეყანა და ხალხის ქონება, ხალხს დაპირებული თავისუფლება მოუტანა, მაგრამ არ შეარგეს, ამ და სხვა მიზეზების გამო დაამხეს. მას შემდეგ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ყოველი შემდგომი ხელისუფლება წინას აბრალებს ბიუჯეტის ძარცვას, ქვეყნის ნგრევას და ხალხის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებას და თვითონ იმავეს აკეთებს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ პოლიტიკოსების შემხედვარეს, ჩვენს მოქალქეებს დაეკარგათ ყოველგვარი რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება სასიკეთოდ და მათ რაიმე ეშველებათ. ეს რწმენადაკარგული ხალხია, რომ გარბის ქვეყნიდან. მსოფლიო ბანკის კვლევა ჩატარდა 2018 წელს, რეიტინგები იყო გამოქვეყნებული. საბჭოთა კავშირში შემავალი ყოფილი ქვეყნების, სოციალისტური ბანაკის ყოფილი ქვეყნების ეკონომიკა 1990 წელთან შედარებით  ყველგან გაიზარდა, გარდა საქართველოსი და უკრაინისა, ბოლო ადგილზე უკრაინა იყო, ჩვენ ბოლოსწინაზე. სხვები აშენებენ და ჩვენ ვანგრევთ, სხვები კორუფციას ებრძვიან, ჩვენ კორუფციის ახალ გზებსა და საშუალებებს ვეძებთ, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის მეთოდებს ვხვეწთ. თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში, არც არაფერი შეიცვლება, ხალხს არაფერი ეშველება. ეს ძარცვა–გლეჯვა გაგრძელდება და ხალხის მდგომარეობა გაუარესდება.

–ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს რომ ჰკითხოთ, ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლისა და ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ. არადა, ეს და სხვა ამბიციური პარტიები არსებული 5%–იანი ბარიერის 2%–მდე დაწევას მოითხოვენ.

–ბარიერს რა მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება? 2020 წლის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ მიიტაცა, ვისაც აწყობდა, იმას დაუწერა ხმები და შეიყვანა პარლამენტში. ორი თვის პარტია ვიყავით და პატარა უბნებზე, სადაც დიდ ყურადღებას არ აქცევდა „ოცნება“, მეორე და მესამე ადგილებზე გავედით, ბევრი იყო ასეთი უბანი. მერე, ისეთი რაღაც მოხდა, ყველას დააკლეს ხმები, ვინც რეალური ოპოზიცია იყო, პირველ რიგში და ყველაზე მეტად იმათ. ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ყველა ვარიანტში „ოცნება“ მოიგებს გაყალბების გზით. კიდევაც რომ დასწიონ ბარიერი 2%–მდე, იმ 2%–საც არ გადაალახინებენ ბევრ პარტიას, ვინც გულზე არ ეხატებათ, იმათ.  მეტი რა გინდა, 2020 წლის არჩევნებზე, თავად ცსკო–ს გაეპარა და არაერთი უბნის ოქმი ატვირთა ვებ–გვერდზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ წაგებული ჰქონდა არჩევნები, მერე გადააკეთეს და გაყალბებილი ოქმები ატვირთეს და იქ უკვე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მოგებული. შედეგი რა დადგა? შერჩა „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი, იმ პარტიების უმეტესობამ კი, ვისაც ხმები მოჰპარეს, განცხდებებით გააპროტესტა ეს უნამუსობა და სასამართლოშიც არ უჩივლიათ. ამ ოპოზიციას, ვინც დღეს პარლამენტშია და ბარიერის დაწევას ითხოვენ, არაფრის შეცვლა არ უნდა რეალურად. დღეს ხომ მშვენივრად არიან და ის დაბალი ბარიერი იმიტომ სურთ, რომ  მომავალ პარლამენტშიც გარანტირებულად მოხვდნენ, ისევ განცხრომით იცხოვრონ, მანდატი, დეპუტატის ხელფასი, სხვა სიკეთეები გარანტირებული ჰქონდეთ და ასევე, პარტიული დაფინანსება, რომელიც ბარიერგადალახულ პარტიებს ეძლევათ.

–ჩავთვალოთ, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი სადამკვირვებლო და სხვა ლეგიტიმური რესურსით აქტიურად ჩაერთვება 2024 წლის საარჩევნო პროცესში, არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ გაყალბების საშუალებას და შესაძლოა, რეალურთან მიახლებული შედეგები დაიდოს?

–ეს სტატუსი ქართველი ხალხისთვის კიდევ ერთი მესიჯია, რომ ევროპა არ მიგვატოვებს და შეძლებისგვარად დაგვეხმარება. ევროკავშირისა და უცხოეთის სხვა დემოკრატიული ქვეყნები ეცდებიან, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც არ აწყობს არც „ქართულ ოცნებას“ და არც იმ ოპოზიციას, რომელიც არსებული ვითარებით კმაყოფილია. ხელისუფლებასთან შეკრული ოპოზიცია ხელისუფლებაზე ნაკლებ საშიში არ არის ქვეყნისა და ხალხისთვის. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის არც ერთ პირობებს არ ასრულებს, რაც ევროკავშირმა მოსთხოვა და იძულებულს გახდიან, ბევრი რამ შეასრულოს. მე არ მგონია, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. კი, ევროკავშირი გამოაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, იქნება წნეხი ხელისუფლებაზე, რომ არჩევნების გაყალბება მასშტაბურად ვერ მოახერხოს. თუმცა, მთავარი სხვა არის. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ უნამუსოდ გააყალბა არჩევნები, აღარ წაუყრუებენ. რა მოხდა ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოშიო, 2020 წლის არჩევნების მერე ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა ეს და ამგვარი განცხდებები აღარ იქნება. ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული არჩევნები იქნება და თუ გაყალბდა არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება. მთავარია, ოპოზიციამ არ გაყიდოს ხალხი ძველებურად. ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული „პოლიტიკური ელიტის“ მაძღარი სახეები. 3 მილიონიან ქვეყანაში 300 000 კაცი თუ კარგად ცხოვრობს, 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს ცუდად. ამ ხალხმა უნდა მოუღოს ბოლო ამ 300 000 ადამიანის გრიალს, ბიუჯეტის ძარცვად და მთელი ქვეყნის აბუჩად აგდებას. ამაში ევროკავშირი ნამდვილად დაეხმარება ამ ხალხს.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved