• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის და EBRD-ის თანამშრომლობა გაფართოვდა

ალია ავტორი - ალია
14:07 11-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა(EBRD) და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თიბისიბანკი EBRD-გან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. მიღებული დაფინანსებაგააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს დაკრედიტების მდგრად ზრდას.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, თიბისი ასევე გახდა EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელიც EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის რისკის მართვის პრაქტიკას გააუმჯობესებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა EBRD-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. მიღებული სუბორდინირებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. მე ასევე,განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ თიბისი EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკია რეგიონში, რომელმაც პარიზის შეთანხმების ფარგლებში შეიმუშავა გარდამავალი გეგმა და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დააკავშიროს თიბისის ბიზნეს პრაქტიკა პარიზის შეთანხმების მიზნებთან. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ არაერთი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„EBRD მოწოდებულია მხარი დაუჭიროს თავის მრავალწლიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ტრანსფორმაციული მოგზაურობის დაწყებაში გარდამავალი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მის კლიმატის ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ – აღნიშნა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 288 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved