• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რიკოთის ყველაზე გრძელი – 1800 მ-იანი გვირაბი გაიჭრა

ალია ავტორი - ალია
11:52 11-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,017

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია ამ გვირაბის გაჭრა, ვინაიდან ახალ გვირაბში მოძრაობის გადართვის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ძველ, არსებულ გვირაბში. ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, მოეწყობა საფარი, დასრულდება საინჟინრო და ელექტრო ქსელების მონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბში გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რიკოთის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.

მინისტრის თქმით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზე. ასევე, დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მონიტორგინის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

„149-ე კილომეტრზე, წლის დასაწყისში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა მეწყრის პოტენციური კერა ძველ გზასთან 200 მეტრის მოშორებით, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ღონისძიებები გრძელდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გაუქმდეს რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც. პარალელურად კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები აღნიშნული ფერდის დამუშავებისთვის საჭირო სამუშაოებზე, რაც არ იყო გათვალისწინებული არც პროექტით და არც სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რომელმაც რიკოთზე გადაადგილების მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით უკვე შეამცირა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60%-ზე მეტი (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved