• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია „ლიდერმა“ წარმოება გაზარდა

ალია ავტორი - ალია
16:59 11-15-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმაკომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა, ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა.კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოებისპროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს:

„კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა  ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.

თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.

დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა – ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.

ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან  კარგად პოზიციონირდაბაზარზე – ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.

ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა „თეგეტა“ და „ვისოლი“.

პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.

გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი – თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა.  ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.

„თიბისი ბიზნესისთვის“ დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის  განსაკუთრებით.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved