• რეკლამა
  • კონტაქტი
07:25, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი საბურთალოს რაიონში განხორციელდება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:43 11-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იგივე შესყიდვა წლის ბოლომდე ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადდება.

„დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტალის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულამდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მე-3 მასივში, კალოუბნის N18-ში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე ტენდერი დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება.

„პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებული გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მომდევნო დღეების განმავლობაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს. სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved