• რეკლამა
  • კონტაქტი
11:41, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მანიაკია, არც ციხის ეშინია, რადგან საჯარო მოხელეა და “ნაცნობები” ჰყავს“ – რას წერს გოგო, რომელსაც 35 წლის კაცი ქორწინებას აიძულებდა და ფსიქოლოგიურად ატერორებდა?

ალია ავტორი - ალია
12:05 11-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
455

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს. ლილით კარაპეტიანის ცნობით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

კარაპეტიანი მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ 35 წლის კაცი 2 თვე ემუქრებოდა იმით, რომ იგი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. მამაკაცს კი არაფერი აშინებდა, რის გამოც კარაპეტიანმა პოლიციას მიმართა.

“ამდენი გადავიტანე მარტომ და ახლა არ ვაპირებ, თქვენგან მოვისმინო, რომ პოლიციისთვის მიმართვა არასწორი ნაბიჯი იყო!

ადამიანი 2 თვეზე მეტი ხანია მემუქრება იმით, რომ მომიტაცებს, რომ მარტო მისი უნდა ვიყო, რომ არც ციხე შეაშინებს, არც პოლიცია და არც ჩემი ძმები!

გუშინ შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი ძმა წავიდა ამ საქონლის სანახავად. უკან დაბრუნდა თუ არა, მე წავედი პოლიციაში. ჩემმა ძმამ მარტო არ დამტოვა და გამომყვა. რაც დავბრუნდი სახლში, სხვადასხვა ტიპს ხვდება ჩემი ძმა და ყველა იმას იმეორებს, რომ ჩემი ნაბიჯი არ იყო სწორი!!!

არ მაინტერესებს არაფერი, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ახლა თქვენი “კარგი კაცობის” გამო გოგოებმა მოძალადესთან არ გააგრძელონ ცხოვრება ან იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდნენ!!!

პ.ს. დღეს “საფარის” იურისტთან ვიყავი პოლიციაში და ის ტიპი ჩემი ნათესავების მეშვეობით ავრცელებს ჭორებს, რომ თითქოსდა ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული ყოფილა” – წერს ლილით კარაპეტიანი სოციალურ ქსელში.

ლილით კარაპეტიანმა, სანამ პოლიციას მიმართავდა მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მუქარის შესახებ წერდა.

“არ მჯერა! მეც მომიწია ასეთი შინარსის პოსტის დაწერა… მოკლედ, ერთი ტიპია, რომელსაც მოვეწონე, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი, მოვიდა ჩემს სახლში. ურთიერთობაზე უარი ვუთხარი. მერე მომწერდა, მირეკავდა და ვბლოკავდი ყველგან, იმიტომ, რომ საშინლად მაწუხებდა. რამდენჯერმე ზეპირად დამემუქრა, რომ მომიტაცებს და არც ციხის ეშინია, რადგან საჯარო მოხელეა და “ნაცნობები” ჰყავს.

ავუხსენი ადამიანს, რომ არასოდეს არ გავიგო მის არსებობის შესახებ. საღამოს მანქანით მივდივარ ბაბუის სახლში და ვხედავ, რომ რამდენიმე მანქანით დგანან. უკვე უნდა მეშინოდეს სახლიდან გარეთ გასვლის, რადგან მანიაკია!? არა, არასოდეს! ეს მისი ნომერია… სახელი და გვარი იციან ჩემი ოჯახის წავრებმა, მეგობრებმა და ჩემმა იურისტმა. პ.ს. მერიის თანამშრომელი რატომ მიღებს და ამას უგზავნის ჩემი სურათს?!”, – წერს კარაპეტიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved