• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Technovation Girls SAKARTVELO იწყება

ალია ავტორი - ალია
14:20 11-13-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი – TSFE Technical Supportfor Earth, პროექტით: Smart Light, 2023 წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, TechnovationGirls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სფეროში გოგონების გაძლიერებას და ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.

Technovation Girls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებს ორ ასაკობრივ ჯგუფში: 13-15 წელი და 16-18 წელი, გუნდში შესაძლოა იყოს 1-5 მონაწილე. პროექტში ასევე ვიწვევთ მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. მსურველებმა სარეგისტრაციო მარტივი ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.

Technovation Girls – საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა ალტე უნივერსიტეტს უკვე მეორედ მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან, მენტორებთან და მოხალისეებთან ერთად კიდევ აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშაოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა. გასულ წელს, პროექტის წარმატებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია, ამიტომ, კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეცდები, რომ დაინტერესებულ გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი და პროფესიონალი პრაქტიკოსების გამოცდილება“ – ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.  

Technovation Girls SAKARTVELO 2024 მონაწილეობისმსურველმა სარეგისტრაციო ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსონ

გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76

მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8

Technovation Girls SAKARTVELO ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტექდრო“ თანამშრომლობით და  თიბისის მხარდამჭერით.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved