უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ცნობილია მისი ვინაობაც – ეს ოფიცერი ირაკლი ქურციკიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავდა. მან დაღუპვამდე 7 მებრძოლის გადარჩენა შეძლო.
„თანამებრძოლები გადაარჩინა, თან გასამხნევებლად, „შენ ხარ ვენახის“ ღიღინით“, აცხადებენ მეგობრები.
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე კი წერს, რომ ირაკლი ქურციკიძე, ბრძოლის ველზე 2 დღის წინ დაიღუპა, თუმცა ვინაიდან ოჯახმა ამ ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა, ქურციკიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ გუშინ გავრცელდა.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში უკვე 50-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კომენტარები