• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი, თუმცა, მე პირველი მსხვერპლი არ გახლავართ” – გოგა რაზმაძე

ალია ავტორი - ალია
16:55 11-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

“სამსახურში სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი…სახალხო დამცველს მივმართე, რომელმაც ჩემი უფლებები ვერ დაიცვა,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ, განაცხადა, რომელიც სამსახურიდან სისტემის მხილების გამო გაათავისუფლეს.

როგორც რაზმაძე ამბობს, ის თითოეულ დისკრიმინაციულ შემთხვევას აპროტესტებდა და პრობლემები სწორედ ამის გამო შეექმნა.

“ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გაერთიანდა ერთი გოგა რაზმაძის წინააღმდეგ. სისტემაში 2018 წელს არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი წარმოადგენდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2023 წელს, სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, სამწუხაროდ მე სისტემის პირველი მსხვერპლი არ გახლავართ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩემი პრობლემები, რადგან მე თითოეულ ამ შემთხვევას ვაპროტესტებდი კონკრეტულ თანამშრომლებთან ერთად. სახალხო დამცველს მივმართე 26 ივნისს, რომელმაც სამწუხაროდ ჩემი უფლებები ვერ დაიცვა,” – ამბობს გოგა რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელმაც სისტემა საჯაროდ ამხილა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა კი გოგა რაზმაძის საქმეზე, რომლითაც შსს-ს მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა, წარმოება შეწყვიტა.

რაზმაძემ Facebook-ზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved