• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მინდა, ვუთხრა“ – როგორ ულოცავს მიხეილ სააკაშვილი დედას 77 წლის იუბილეს

ალია ავტორი - ალია
16:59 11-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,918

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დედას, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს.

“დღეს დედაჩემის დაბადების დღეა!

როგორც ყოველთვის, ბოლო მრავალი თვის განმავლობაში, ის იქნება ჩემს გვერდით, ვივამედის გისოსებიან პალატაში, რომელშიც თითქმის ვერ აღწევს ჰაერი და შუქი.

ის დგება დილით ადრე, მიმზადებს საკვებს, მოაქვს, შემდეგ მიდის სამსახურში, (გიული საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრეზიდენტია) საღამოს 6 საათამდე ბრუნდება უკან (მარტო 6-მდე უშვებენ) და მოაქვს მეორე პორცია.

შემდეგ მიდის სახლში, იღებს უამრავ ხალხს. ეს ვიზიტები, შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გვიან ღამემდე, სადღაც დილის 3-მდე გრძელდება და შემდეგ ისევ დილით ადრე დგება, ამასთან ერთად, ახერხებს შვილიშვილების ნახვას და მათზე ზრუნვას, ასევე აგრძელებს მუშაობას, თვალებანთებული მიყვება ხოლმე თამარ მეფეზე მის ახალ კვლევაზე და ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებზე – ამ კვირებში გამოდის გიულის ახალი წიგნი.

დღეს დედაჩემი გიული ალასანია 77 წლის გახდა. მინდა აქ ვუთხრა ის, რაც ჩვენი შეხვედრების დროს როგორც წესი არ ვეუბნები – გიული ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი ვარ, ძალიან განვიცდი, რომ ამხელა ტვირთად დაგაწექი და უზომოდ მადლობელი ვარ შენი სიყვარულისთვის და ასეთი თავდადებისთვის.

P.S დღეს სისტემამ დაბდღე მიულოცა იმით, რომ განსაკუთრებით დიდი ხანი აცდევინეს შემოსასვლელად”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved