• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახალხო დამცველი თამაზ გინტურის მკვლელობაზე – სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს

ალია ავტორი - ალია
14:39 11-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

ყველაზე მთავარია, დღეს ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამაში ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა – მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან ან თუ გადადგამენ, ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართველის, ლევან გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული კომენტარი მედიასთან გორში გააკეთა, სადაც მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეში პირველივე წუთიდან იყო ჩართული.

„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველივე წუთიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით ყველაფერში ჩართული ვართ. მთავარია დღეს, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ გამეორდეს. ამაში გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, ამაში გვჭირდება ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენც, ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ეს ინფორმაცია მივცეთ და მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან, ან თუ გადადგამენ ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე უპასუხა შეკითხვას, კიდევ რა მიმართულებით უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან და აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი“.

„საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ ყოველ თვე იმისთვის, რომ უშუალოდ ადამიანებს შევხვდე და მათგან გავიგო იმ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რა დარღვევებსაც იქ ადგილი აქვს. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, არის მონაკვეთები, სადაც უსაფრთხოება მეტად არის გაძლიერებული და დაცული, არის [მონაკვეთები], სადაც მისვლა მარტივია, ეს ახალა დამოკიდებულია კონკრეტულად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სად არიან განლაგებულები. ამ შემთხვევაში კითხვაზე უნდა იყოს თუ არა [პასუხი] მე გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში. ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ცდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი. სადაც მოსახლეობას მე ვხვდები საოკუპაციო ხაზთან ის ადამიანები, საგუშაგოზე მყოფი ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მადლიერები არიან და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელებმა გადაარჩინეს ჩვენი მოქალაქეები გატაცებას, მათ შორის, გატაცებულიც დაუბრუნებიათ, ასე რომ, ამ ნაწილში მათ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი ეთქმით. რაც შეეხება აქ უნდა იყოს თუ არა,[საგუშაგო, ან უსაფრთხოების ზომები მიღებული] ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved