• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:48 11-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,592

გვინდა გამოვეხმაუროთ სს ლიბერთი ბანკის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას. კერძოდ, სანქცირებული კომპანიის მიერ სს ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა საფუძველი პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მიერ და მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერებში გაჟღერებული სრულიად უსაფუძვლო ბრალდებისა, რომლის მიხედვითაც თითქოს ადგილი ჰქონდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სანქციების დარღვევას.

სს ლიბერთი ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს. ამის პირდაპირი დასტურია სწორედ ზემოთ ხსენებული სარჩელიც, რომლის მიხედვითაც დასანქცირებული კომპანია სს ლიბერთი ბანკს ედავება საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას.

სს ლიბერთი ბანკის მიმართ დღეს გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ–ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში,ხოლო მის კომპანიას კი ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე – 2023 წლის აპრილამდე.

მიგვაჩნია რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქიების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ესკომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიისშემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში.მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს ლიბერთიბანკის, არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. 2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს ლიბერთი ბანკში განთავსებულ აქტივებზეც.

სს ლიბერთი ბანკისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბანკის რეპუტაციის  შემლახველი, ცილისწამებლური კამპანიები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატიურად აწარმოებენ სხვადასხვაპ ოლიტიკოსები თუ მედია არხები.

ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved