• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023 დაიწყო

ალია ავტორი - ალია
13:04 11-01-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

დღეიდან, სტარტს აიღებს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება. ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა უკვე 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო და მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს, გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.

განაცხადები წელსაც ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია: 

• საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
• წლის ინოვაციური სტარტაპი
• გამორჩეული როლი რეგიონში
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
• გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. 

წელსაც თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო დაუფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. ასე რომ, იჩქარეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ვებ–გვერდზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში.  ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved