• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, კაფე „გა•ზაფხული“ ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა

ალია ავტორი - ალია
12:57 10-27-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი კომპანია კაფე „გა•ზაფხული“ სულ რაღაც ერთი წელია დაფუძნდა, თუმცა ქართული და ევროპული კულინარიის შერწყმითა და ძველი, ნაცნობი გემოების განახლებით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. „გა•ზაფხულის“ საქმიანობაზე მისი ერთ-ერთი მფლობელი და მენეჯერი, ნინოლა ნაგერვაძე გვიამბობს:

„ჩვენს სტარტაპზე საუბარი, ალბათ, მისი სახელწოდებით უნდა დავიწყოთ. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა კაფეს გახსნა ბოლო ეტაპს უახლოვდებოდა (ამ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ გუნდის წევრი), მარკეტინგის გუნდთან ერთად, გადაწყდა ამ ადგილისთვის „გა-ზაფხული“-ს დარქმევა. ამ სახელწოდებას  ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს: გაზაფხული ხომ  რაღაც ახლის დასაწყისია, რომელსაც  ზაფხული, ანუ  შედეგით ტკბობა მოსდევს. შედეგი კი მართლაც ისაა, რაც ჩავიფიქრეთ – სივრცე გემრიელი, ჯანსაღი კერძებისა და კომფორტული გარემოს მოყვარულთათვის.

ჩვენი რესტორანი ძველი ბათუმის მთავარ გამზირზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც უყვართ კულინარია და სურთ განსხვავებული, ხარისხიანი კერძების დაგემოვნება. რესტორანი 50-მდე ადამიანს იტევს. ჩვენი ტერასა ბათუმის მთავარ გამზირზე ამ ქალაქისთვის ავთენტური დიზაინითა და ატმოსფეროთი – მყუდრო, მეგობრულ, კომფორტულ  გარემოს ქმნის და აქ მოსულ სტუმრებს  ე.წ. fine dining-ს სთავაზობს.

„გა•ზაფხულისთვის“ უმნიშვნელოვანესიასასმელებისა და კერძების ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადება, ამიტომაც საგანგებოდვარჩევთ პროდუქტს. ნედლეულს, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ.

კოქტეილებსა და ლიმონათებს ვამზადებთ ჩვენივე ხილის პიურეებით, არ ვიყენებთ დანამატებს. შედეგად, ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ჩვენს სასმელს განსხვავებული, ჯანსაღი და სასიამოვნოგემო აქვს.

ყავას იტალური, მაღალი ხარისხის მარცვლით ვამზადებთ და სტუმრებს ვეგანურ, ნუშის, სოიოს რძეებსაც ვთავაზობთ.

„გა•ზაფხულის“ მენიუ შედგენილია ახალგაზრდა მზარეულის, ლუკა ხინკალაძის მიერ, რომელთანაც წლებია წარმატებულად ვთანამშრომლობთ. სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი კერძების გამორჩეულობა, რომელთა სრულყოფაშიც ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, ნიჭიერი შეფი, გიგა ჭანიძე გვეხმარება.

ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორისაა გებჟალიას სალათი, რომელიც ჩვენმა შეფმა სრულიად ახალი ფორმით წარმოგვიდგინა. ეს კერძი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ნაცნობი, ტრადიციული გემო,  ახლის, განსხვავებულის და ძველივით მშვენიერის შესაქმნელად გამოიყენო.

ჩვენს მენიუს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებსადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თევზისგან შექმნილი კერძების ნაირსახეობები: „გამომცხვარი კარჩხანა“, „რიზოტო მიდიებით“, „სიბასი ბრინჯითა და ბოსტნეულით“   და ,,სინორი პიტნით და კარჩხანას ფილეთი – ეს უკანასკნელი ტრადიციული აჭარული კერძისა და ზღვის პროდუქტების შერწყმაა.

რაც შეეხება დესერტებს, „გა•ზაფხულის“ სტუმრებსგანსაკუთრებულად უყვართ  ბასკური ჩიზქეიქი და „პონჩიკერა“. „პონჩიკერა“ რამდენიმე წლის წინ თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელიც ამ ეტაპზე გაზაფხულთან კოლაბორაციას ქმნის და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახეობის „პონჩიკებს“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი „პონჩიკი“ სწორედ კაფე „გა•ზაფხულში“ მზადდება.

ჩვენი რესტორნის მართვაში სამი ძირითადი გუნდია ჩართული. მართვისა და მენეჯმენტის საქმე, როგორც ერთ–ერთმა მფლობელმა, საკუთარ თავზე ავიღე. მეორე ციფრული მენეჯმენტის გუნდია, რომელიც უმნიშვნელოვანესია დღევანდელობაში ბიზნესის სამართავად. მესამე და მთავარ გუნდს რესტორნის მფლობელები წარმოვადგენთ – ვლადიმერ თოდაძე, სალომე ინწკირველი და ნინოლა ნაგერვაძე. ჩვენი მისიაა დანარჩენი გუნდების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული მხარდაჭერა, რათა რესტორანმა სრულყოფილად და ხარვეზების გარეშე, უწყვეტი ფუნქციონირებაშეძლოს.

სტუმრებს ვპირდებით, რომ „გა•ზაფხული“ აუცილებლად დარჩება ბათუმში მათი კულინარიულითავგადასავლების მთავარ სივრცედ და ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია თიბისის როლი. თიბისის გუნდთან თანამშრომლობა, რაც ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved