• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს

ალია ავტორი - ალია
14:10 10-26-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  უმასპინძლებს.

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

სოციალური საწარმოები B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის)გამოფენას დაესწრებიან ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში; პირველად მოისმინონგავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს წარადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.  

B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან;

ღონისძიების ფარგლებში ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, გამართოს პირისპირ შეხვედრები და დანერგოს ან განავითაროს პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა. ასევე, შექმნას მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა,  გაფორმდა 200’000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.

2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “თეგეტა გრინ პლანეტი”; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი “ინნ ჰოსფითალითი”; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და  ალგი აუდიტი;

B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამაუჭერს მხარს.

ღონისძიების მედია პარტნიორები:ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.    

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved