• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ქუთაისში, რიგით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:55 10-12-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს ქუთაისი, რიგით მესამე, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს.

ექვსი დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთანერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს. 

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი, ოლივიე პელისონი, კარმენ გრეი, ფარაზ ფეშარაკი, ნიკ ვოიგთი,კეკო ჭელიძე,შალვა სოყურაშვილი.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე, კი რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანაა ჩეხეთი. „ჩეხეთის ცენტრი თბილისის” მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება ჩეხური ახალი ტალღის ფილმები.

ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის – შანტალ აკერმანისფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.

წელს, ფესტივალის სტუმარია „ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მისი არსებობის საიუბილეო, 115-ე წელი შესრულდა.

ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.

ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში „საქანიმა“, ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკესმიტსი (ნიდერლანდები)  და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან.

კინოკრიტიკის სახელოსნოს  გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი(ნიდერლანდები);

კინოოპერატორობის საერთაშორისო სახელოსნოს  გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის – IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 25 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში ჩატარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თიბისი კონცეპტი და „თეგეტა ჰოლდინგი”.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ფრანგული ინსტიტუტი”, „ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, „მეღვინეობა ვაზიანი”, „სარაჯიშვილი” და „ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved