• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
15:08 09-25-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისის შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სესხი EBRD-ის Women in Business (WiB) პროგრამის ნაწილია და გამიზნულია ქალი მეწარმეების დაფინანსებისა და ინკლუზიური ფინანსირების ხელშეწყობისთვის. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი. ხელმოწერა ლონდონში, EBRD-ის ოფისში შედგა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობადა ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების ჩართულობას ეკონომიკაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობაექნებათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით. პროექტს ევროკავშირი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის (EFSD+) საგარანტიო პროგრამის ფარგლებშიც უჭერს მხარს, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად.

„ვამაყობთ, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას EBRD-თან. ამ დროის განმავლობაში, EBRD-ის მხარდაჭერით, თიბისიმ გენდერულ დაფინანსებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში. სესხი საშუალებას მისცემს თიბისის, გააძლიეროს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე, და ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნას. თიბისი WiB პროგრამას ჯერ კიდევ 2017 წელს წარმატებით შეუერთდა, რაც ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს, ევროკავშირსა და შვედეთსთიბისისთვის ამ საჭირო დაფინანსების გამოყოფისთვის.“ – გიორგი მეგრელიშვილი, თიბისის ფინანსური დირექტორი.

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შენება EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას სწორედ მეწარმე ქალები წარმოადგენენ.გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტ ქალ ლიდერს, რომლებიც თავიანთ ბიზნეს იდეებს განახორციელებენ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თიბისის, ევროკავშირსა და შვედეთს  პარტნიორობისთვის.’’ – ფრანსის მალიჟი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორი.

„ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური დახმარების სინერგია, EFSD+ გარანტიებისა და  Women in Business პროგრამის მეშვეობით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოში ქალი მეწარმეების მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების გაძლიერებაში. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოში.“ – ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 287 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved