• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეროვნული დროშები უნდა იყოს დაშვებული, ქვეყანაში ტრაგედიაა!!!“

ალია ავტორი - ალია
18:29 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„ალიას“ საფრანგეთიდან, ემიგრაციაში მყოფი, „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე ესაუბრება.

– დათო, შენი აზრით, ამ ეტაპზე, როგორ გაართვა თავი საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას თავი?

– შენ იცი, მე პირდაპირ  მიყვარს ლაპარაკი, ვერავის მეხოტბე ვერ ვიქნები და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლების კრიტიკა მაქსიმალურად ობიექტური და დასაბუთებული უნდა იყოს, ვერ გაართვა თავი ამ კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის მართვას. საკარანტინო ცხოვრებამ გამოიწვია ის, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერა დაიწყეს. ისეთები გამოდიან და მოითხოვენ საკარანტინო ზომების გაუქმებას თუ  შემსუბუქებას, ბარში და რესტორანში წასვლის გარდა, სხვა არაფერი ადარდებთ. შერჩევითმა სამართალმა ხალხს პროტესტის გრძნობა გაუმძაფრა. აკრძალვების ნაწილი შეეხო რიგით  მოქალაქეებს და არ შეეხო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგალითად, მანქანებით გადაადგილება აეკრძლა რიგით მოქალაქეებს და ხელისუფლების  იმ წარმომადგენლებს, ვისი სამსახურებიც გაჩერებულია, სარგებლობენ საშვებით და გადაადგილდებიან როდესაც უნდათ და სადაც უნდათ, მათ შორის, კომენდანტის საათის დროს სპეც–საშვებით. ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მანქანით გადაადგილება ავიღოთ. თან ფარცხალაძეს მანქანაში წინ ვიღაც ეჯდა, რაც კანონდარღვევაა. ამგვარ დარღვევებზე ხალხს 3 ათას ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს, ათასობით მოქალაქეს და აბა, ვნახოთ, დააჯარიმებენ ფარცხალაძესაც? ვერა, ვერ გაუბედავენ მას. კაცს ბიუჯეტიდან 370 მილიონის მოპარვა შერჩა და ამაზე პასუხს მოსთხოვენ?  ან ამ  3 ათასლარიან ჯარიმებს რომ უწერენ ხალხს, როგორ უნდა გადაიხადონ?  3000 ლარი ათას დოლარამდეა და ამ დაჯარიმებულების უმეტესობას, 1000$ ერთად საერთოდ  არ უნახავთ. ამ დროს, ამ ხალხის დამჯარიმებელი უწყების მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 10 000 ლარი აქვს ხელფასი, ზოგიერთ მინისტრს 14 000 ლარი და 7 ათას ლარამდე იღებენ დეპუტატები. ამ ხელფასებს იღებენ ქვეყნის ნგერევასა და ხალხის გაღატაკებაში.  ვერც ამ  საყოველთაო უბედურებამ ვერ გაათანაბრა დაბალი და მაღალი, უჩინო და ჩინიანი საქართველოში. ეს არის პანდემიაზე უარესი უბედურება. ამას ვიძახი რამდენი ხანია და ამ მიდგომით, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ახლოს არის მძიმე კრიზისი და ამას უმალავენ ხალხს. სახელმწიფო მიდის კრიზისისკენ. ხალხს თვეში 200 ლარს და ერთჯერადად 300 ლარს დაურიგებენ და თან ეუბნებიან, მადლობა გვითხარითო. ფასები კატასტროფულად გაძვირებულია და რაში უნდა ეყოს ეს ფული ამ ხალხს? ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, 200 და 300 ლარი ამ ბავშვები კვებასა და პამპერსებს არ ეყოფა. ეს არის ხალხის დაცინვა და ეს ხელისუფლება გვეუბნება, ევროპისკენ მივდივართ და ევროკავშირში გვინდა შესვლაო. ამის პარალელურად, სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა დიდი ნაწილი, სახლში ზის და სრულ ხელფასს იღებს. მათ შემოსავლებს არ შეხებიათ ეს კრიზისი და არც აპირებენ, რომ მცირედით მაინც შეუმცირონ და ეს ფული იმ ხალხზე გადაანაწილონ, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა. ეს ხალხი „ქართული ოცნების“ ოქროს რესურსია არჩევნებზე და ვერ ბედავენ, მათ ხელფასებს შეეხონ. პრემიებს რომ არ უწერენ სახლში ჯდომაში, ეგ მიკვირს. ცხადია, მაღალი საშუალო  რანგის ჩინოვნიკებზე ვსაუბრობ და არა დაბალი რგოლის თანამშრომლებზე, მათ ისედაც მცირე ხელფასები აქვთ და სრულად  და უნდა შეუნარჩუნდეთ. ეს რატომ კეთდება? „ქართულ ოცნებას“ უნდა, არჩევნებამდე მიაგოროს საქმე და მოიგოს არჩევნები. ჯერ ერთი, არანაირი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ არჩევნები. არჩევნების მოპარვის შანსი კი, აქვთ. კარგი, დავუშვათ, სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“, სხვა სატელიტების დახმარებით მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში. მერე რას აპირებენ? გაკონტერებულები როდემდე გაძლებენ? რა მნიშვნელობა აქვს, არჩევნებამდე გადააყირავებს ხალხი ხელისუფლებას თუ არჩევნების შმდეგ? ეს მაინც მოხდება.

ეს რა დღეში ჩააგდეს ხალხი? აგერ, კიტრი 4 და 5 ლარი ღირს და ვერ ყიდულობს ხალხი, მარნეულსა და ბოლნისში ყიდულობენ 50 თეთრად და  5 ლარად ყიდიან. ეს არის უნამუსობა,  სავაჭრო  ქსელებმა ხალხის უბედურების ხარჯზე ბევრი ფული იშოვეს. გარდა მაგისა, გლეხების ნაწილს გაუფუჭდა კიტრი, პომიდორი, სხვა პროდუქტი  და გადაყარა,  მათგან ბევრს ბანკის კრედიტი აქვს გადასახდელი, ამ კრედიტით მოიყვანა ეს კიტრი და პომიდორი  და ახლა დარჩნენ  შემოსავლების გარეშე. ამ მარნეულსა და ბოლნისს რომ კეტავ,  არ იცი, რომ კიტრის მოსავალი მოდის და მზად არ უნდა იყო, რომ შეხვიდე, იყიდო, გამოიტანო და მშიერი არ დატოვო ეს ხალხი? ამას მართვა, ლოჯისტიკა სჭირდება და ეს ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. ამ 4 დიდ ქალაქს რომ კეტავ, გლეხს უკრძალავ იქ პროდუქტის იქ  შეტანას და არც იმის თავი გაქვს, რომ ისე მოაგვარო, გამოიტანო სოფლებიდან პროდუქტი და ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს. ეს ამ ხალხის ფეხებზე დაკიდებაა. კილო ნიორი 40 ლარი ღირს და გვიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. თურმე ტაში უნდა დავუკრათ. ბიძინა ივანიშვილმა, მისმა რჩეულებმა არ ჩააგდეს ეს ქვეყანა ამ დღეში? რაც „ნაცებმა“ დააკლეს, მათ შეუსრულეს, მოუთავეს ხელი.  ეროვნული დროშები უნდა იყოს დაშვებული, ქვეყანაში ტრაგედიაა, ეკონომიკური კოლაფსისკენ მივდივართ და ხალხი დაიმშა, ამ დროს  ივანიშვილი და მისი შვილი, ბერა, ტიკ–ტოკს ცეკვავენ და თურმე ამით ხალხს ამხნევებენ. უსამართლობა, რაც ქვეყნაში ხდებოდა, ან კრიზისმა უფრო თვალსაჩინო გახადა. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხარ და შინ და გარეთ ყველამ იცის, რომ ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ხარ, ხალხი სხვაგვარად უნდა გაამხნევო. თუ ის გადარდებს, რაც  ქვეყანაში ხდება, არც უნდა იყო იმ ტიკ–ტოკის განწყობაზე და თუ საჯაროდ გამოჩნდი, სახეზე მწუხარება მაინც უნდა გეტყობოდეს. არასერიოზული მიდგომები, საზოგადოების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, ხალხის ფეხებზე დაკიდება – ეს არის ხელისუფლების პოზიცია.

ლევან ჯავახიშვილი

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved