საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების ქვეშ მოყოლილი პირების – სხვა ქვეყნების (ძირითადად, რუსეთის!) მოქალაქეების ტრანზაქციების შეჩერებას შეუერთდა, მაშინ ეს სანქციები არ ეხებოდა საქართველოს მოქალაქეებს.
ფარცხალაძე ამ შეზღუდვაში ავტომატურად მოყვა.
მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ ფარცხალაძე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეც არის და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, ეროვნულმა ბანკმა შეზღუდვა მოუხსნა.
რა არის აქ გაუგებარი?! 🤔”
კომენტარები