• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 აგვისტოს ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ალია ავტორი - ალია
00:04 08-16-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,098

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

,,16 აგვისტოს ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი

მორიგი ახალმთვარეობა 16 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:38 საათზე დადგება.
ეს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოში იქნება და რა თქმა უნდა, გააქტიურდება ლომის ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები: დიდსულოვნება, შთაგონებულობა, გულღიაობა, არტისტულობა, სერიოზულობა, კეთილგანწყობილება, ხელგაშლილობა, ლიდერობის უნარი, საკუთარი ღირსების მაღალი შეგნება, პასუხისმგებლობის მაღალი განცდა. ხასიათის უარყოფითი თვისებებიდან წინ წამოიწევს: ამპარტავნება, ავტოკრატიულობა, მოუთმენლობა და ეგოცენტრიზმი.
ხასიათის ეს თვისებები უკვე 23 ივლისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავიდა), თუმცა 16 აგვისტოდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.

ეს ახალმთვარეობა ლომის 24-ე გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ასტროლოგიაში პლანეტა მერკურით იმართება, რაც კომუნიკაბელურობასა და ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე მიანიშნებს. თუმცა ეს ასპექტი ასევე მიანიშნებს მარტოობაზე. ამიტომ 15-17 აგვისტოს შუალედში შესაძლებელია კომუნიკაციაში რადიკალიზმს ჰქონდეს ადგილი – პირველი, გადამეტებული კომუნიკაცია და ბევრი, არასასურველი ინფორმაციის მიღება ბევრ ადამიანს დაძაბავს და გააღიზიანებს და მეორე პირიქით, გართულდება სასურველი ინფორმაციის მოძიება ან კავშირის დამყარება. ეს ერთგვარი გაორება და გადამეტებული კრიტიკულობა იქნება (ტყუპი-ქალწულის გავლენა). ამ დღეებში წინ წამოიწევს ცინიზმიც, რაც ურთიერთობების გაუარესების კუთხით დამატებითი ნეგატიური თვისება გახდება. ამიტომ ურთიერთობებში საჭიროა მეტი თავშეკავებულობა, კომპრომისზე წასვლის სურვილი და პირველხარისხოვანი ინფორმაციის მეორეხარისხოვნისგან გარჩევა. 15-17 აგვისტოს შუალედში მოიმატებს მოტყუების ალბათობაც, ამიტომ სასურველია, რომ ინფორმაცია გადამოწმდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული.

ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-2 სახლს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს ფინანსურმა საკითხებმა. არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით ახალი გართულებების შექმნა, ფინანსური დანაშაულების გამჟღავნება ან მსგავს თემასთან დაკავშირებული სკანდალები. შესაძლოა ეს იყოს რაიმე ტიპის ფინანსური პროგრამის დაწყება, პრეზენტაცია ან ადრე დაწყებული პროგრამისთვის გარკვეული წინაღობების შექმნა-დამუხრუჭება, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს გააჩენს

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოს 23-ე, 24-ე და 25-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რაც დაკავშირებული იქნება წარსულის ანალიზთან, შეცდომების გამოსწორებასთან და ახალი ერთთვიანი პერიოდის დაგეგმვა-დაწყებასთან.
* ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – ვერძებისთვის და მშვილდოსნებისთვის. უახლოესი ერთთვიანი პერიოდი მათ მოუტანთ ახალ პერსპექტივებს, განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ძველი პრობლემების მოგვარების შანსებს.
* ტყუპებისთვის და სასწორებისთვის ეს ახალმთვარეობა მოიტანს შექმნილი მდგომარეობის ახლებურად დანახვის შესაძლებლობას და ახალ გააზრებას. თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო გახდება სერიოზული ძალისხმევის გაღება და სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული იქნება.
* რაც შეეხება მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათთვის აუცილებელი იქნება საკუთარ თავში გარკვევა, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება და დაპირისპირებებისთვის თავის არიდება. ოპონირება უფრო ნეგატიურ შედეგს მოიტანს, ამიტომ დაპირისპირებებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს.
* სუსტად დისჰარმონიული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის – კუროებისთვის, ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის. მათ მოუწევთ ენერგიის, დროის და ფულის დაზოგვა, რასაც პრიორიტეტების განსაზღვრით და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, მოუწევთ სერიოზული შრომა, რომ ყველა შექმნილი წინაღობა გადალახონ.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის – კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ ემოცია მართონ და სწორი ემოციური რეაქციები ჰქონდეთ. მოიმატებს შფოთვისა და შინაგანი განგაშის განცდა, რაც უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებული იქნება. მათ საკუთარი მიზნებისკენ ნელა და მეთოდურად უნდა იარონ და არაგონივრულ რისკზე არ წავიდნენ.

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved