• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სხვანაირად ისევ ბიძინა მოიგებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:02 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,346

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,იმისთვის, რომ ეროვნული ღირსების დამამცირებელი კრიზისი გადავწყვიტოთ და პუტინისტური რეჟიმი შევცვალოთ, ჩვენ წყალივით გვჭირდება რომ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებში, გაიზარდოს მათი რიცხვი, ვინც დაიცავს სწორ პოზიციას, მოითხოვს სწორ გადაწყვეტილებებს და ამით, გააჩენს ხმაურიან დაკვეთას სწორად მოქმედებაზე.

რა არის სწორი პოზიცია:

იმისთვის, რომ ოცნებას მოვუგოთ, საჭიროა მის ამომრჩეველს რიცხვობრივად დიდი ანგარიშით მოვუგოთ – ოცნების მოწინააღმდეგეები უნდა შევადგენდეთ ამომრჩევლის, სულ მცირე, ორ მესამედს.

ეს რომ ასე მოხდეს, სულ მცირე, 30 პროცენტი უნდა აიღოს ნაციონალური მოძრაობის გარეშე, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვინც ბარიერს გადალახავენ.

ვინ არიან ეს დანარჩენი პარტიები?

1. ევროპული საქართველო • European Georgia

2. ლელო

3. გახარია 

4. გირჩი

5. იაგოვლები

6. ლეიბორისტები

7. ელისაშვილი

8. ანა დოლიძე

9. დროა

ყველა ამ პარტიას გვაქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა – ზოგს უფრო მეტად, ზოგს – შედარებით ნაკლებად.

მაგრამ არცერთი არაა იმ ფორმაში, რომ ერთ წელიწადში ორნიშნა შედეგის იმედი ჰქონდეს.

უფრო რეალისტურია, რომ 4-5 ძალა გაიზარდოს 5 პროცენტამდე, ვიდრე ერთმანეთში გადაზელვამ მოიტანოს 30 პროცენტი (ისიც, იმ შემთხვევაში გვყოფნის, თუ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა 30 პროცენტს მაინც იღებს – მიშას ჩამოსვლის დროს აიღო ამდენი და სახელოვანი საკადრო ცვლილებების შემდეგ რას იზამს მათი ამომრჩეველი, ჯერჯერობით უცნობია).

იმისთვის, რომ 4-5 პარტიას ბარიერის პრობლემა მოეხსნას და გაიაზარდოს, საჭიროა რომ პარტიების შინაარსში გამოჩნდეს ამომრჩეველი და მისი ინტერესი, გამოჩნდეს, არა არჩევნების წინ, არამედ გუშინ (!!!) იმისათვის რომ ხალხმა აღარ გვისაყვედუროს, არჩევნების წინ რომ გვახსენდება.

იმისთვის რომ პარტიებია შინაარსი ამომრჩევლის ყურამდე მივიდეს და საკუთარი ინტერესი დაინახონ პოლიტიკურ პროცესში, რაც სტატუს კვოს შეცვლას მოანდომებს საჭიროა მედიამ ამაზე გამუდმებით ილაპარაკოს.

იმისთვის, რომ შინაარსის ხარისხი გაუმჯობესდეს, საჭიროა პარტიებს შორის არსებობდეს თავისუფალი კონკურენცია და ამ კონკურენციას მედია აშუქებდეს.

სხვანაირად პარტიები ვერ განვითარდებიან და გაიზრდებიან.

სხვანაირად ისევ ბიძინა მოიგებს. 

ჩვენ კიდევ ერთი დილემა გვაქვს გადასაწყვეტი – ამომრჩეველი სწორად ხვდება იმას, რომ თუ ნაცები დანარჩენ ოპოზიციასთან უმცირესობაში არ არიან, შანსი იმისა რომ მთავრობაში ნაცები დაბრუნდნენ, მაღალია – შეიძლება არც დასჭირდეთ ნაცებს სხვა ოპოზიციური პარტიები მთავრობის შესაქმნელად, ქოცებს გადაიბირებენ.

ამ დილემის მოსახსნელად, არანაცი ოპო პარტიების მიერ კიდევ უფრო დიდი ძალის ჩვენებაა საჭირო, რომ ამომრჩეველმა დაიჯეროს მომავალი მთავრობის კოალიციურობის რეალურობა.

ერთი სიტყვით, თუ გვსურს ბიძინა დავამარცხოთ, ნაცების გარდა 4-5 პარტია უნდა გავძლიერდეთ – მხარდაჭერა გავიფართოვოთ.

ეს ვერ მოხდება მოქალაქეების ინტერესების პარტიების შინაარსში შემოყვანის და ოპო პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე.

ამიტომ დაკვეთა უნდა გაჩნდეს ამაზე – არა “ერთიან” მოთქმა გოდებაზე, რა ცუდია რეჟიმი, არამედ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეჟიმს ასეთად აქცევს.

ჩვენ გვჭირდება საკმარისი ხალხი ვინც დაიცავს სწორ პოზიციას და გააჩენს დაკვეთას ისეთ პოლიტიკურ შინაარსზე, სადაც მოქალაქეების ინტერესი ჩანს და თავისუფალ კონკურენციაზე პარტიებს შორის.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved