• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მესამე დღეა, ნაცვლად საქმისა, ვდაობთ იმაზე რას იკადრებდა თუ არ იკადრებდა ყველაფრისმკადრებელი კახა კალაძე“ – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:00 08-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,553

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გაზარდო შვილები, ასწავლო, მერე საჩუქრად კომოს ტბის კი არა, ონის საგზურებით გაახარო და მერე…
ცხოვრობდე შენი ულამაზესი ოჯახით ჰოლანდიაში, არაფერი გიჭირდეს, იქით სხვას ეხმარებოდე, მერე დასასვენებლად კანარის კუნძულებზე კი არა, საკუთარ სამშობლოში ჩამოხვიდე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, დღეს კი მეუღლის ცხედარია ნაპოვნი და შენ და შენ სამ ბიჭს გეძებთ…
კაცი გერქვას, ცოლს და სამ შვილს ეძებდე, იპოვო მეუღლე და 7 წლის შვილი (ყველაზე უფროსი) გარდაცვლილები და ეხლა ორ შვილს ეძებ…
იქ ცხოვრობდე, 3 წელი აფრთხილებდე და შველას თხოვდე ხელისუფლებას და დღეს გადარჩენილ ძაღლთან ჩახუტებული ოჯახის 9 წევრს ეძებდე…
მეტს ვეღარ გავაგრძელებ, ესეც ძლივს დავწერე…
და ამის ფონზე ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ პასუხი აგოს იმაზე რომ
არ ჰქონდა ტექნიკა,
არ ჰქონდა წინასწარი შეტყობინების სისტემა,
განათების სისტემის არარსებობის გამო შეწყვიტა ღამით ძებნა! თან არა ნანგრევებში მოყოლილი, სადაც ჰაერის შეღწევის თეორიული შანსი მაინც არის, არამედ ტალახში ჩაძირული ადამიანების ძებნა!
აი ამ ყველაფრის ნაცვლად ეს არამზადა ხელუსუფლება თითს გვიქნევს, ტროლ-ბოტებს გვიქსევს და სულ სხვა მიმართულებით გადაყავს ეს საშინელი ტრაგედია და ამას სამწუხაროდ ჩვენივე დახმარებით აკეთებს…
მესამე დღეა, ნაცვლად საქმისა, ვდაობთ იმაზე რას იკადრებდა თუ არ იკადრებდა ყველაფრისმკადრებელი კახა კალაძე, ვიცავთ ჩემთვის და ყველასათვის საყვარელ ნიკა რაჭველს ამ ხელისუფლების წყალობით ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენის გამო გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის თავდასხმისგან და ვამტკიცებთ რომ ნიკას მაშველები არ გაულანძღავს, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის!.
ვწერთ ემოციურ პოსტებს, ლექსებს, ვხატავთ და ვამხატვრულებთ მომხდარს ზუსტად ისე როგორც შადრევნის ტრაგედიის დროს, რომელიც ბოლოს ერთობლივი პოზიტიური გადაწყვეტილებით შადრევნისთვის მარიტას სახელის დარქმევით და რამდენიმე მეისრის დაპატიმრებით დამთავრდა. შეიცვალა რამე მას შემდეგ? არაფერი! ვერც შოვის ტრაგედია შეცვლის ვერაფერს ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვლებით.
აღარ შემიძლია მოთქმა-ვაების მოსმენა მხოლოდ! გულში მხოლოდ ბრაზი დამრჩა. აგრესია მაქვს ყველაფერზე, სადაც მხოლოდ სენტიმენტებია, რადგან ზუსტად ვიცი რომ ესეც გაივლის. მეც გამივლის ტალახის გემო ყველა ლუკმაზე, გაივლის და ის ოჯახები, ვისაც თურმე გლოვა უნდა ვაცადოთ პოზიტიურების აზრით, მარტოდმარტო დარჩებიან თავიანთ დარდთან.
მკვლელების ბანდა უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას და ამისთვის თავზე და სკამზე ხელაღებული ხალხია საჭირო.
ის ბახილებიანი ნაძირალა გახსოვთ? ის კია ნაძირალა მაგრამ ის ბახილები ჩვენ ვართ სანამ ასე ვართ!
ის გარეწარიც ხომ გახსოვთ, ხმას დაუწიეო ძმას რომ ეძებდა იმ კაცს რომ უთხრა? ის ჩინოვნიკი ვინცაა ეგეც გასაგებია, აქ მთავარი უბედურება ისაა რომ იმ კაცმა ხმას დაუწია. ეგ ხმადაწეულიც ჩვენ ვართ სანამ ასე ჩმორებივით ვიცხოვრებთ…
თავზე და სკამზე ხელაღებულებმა უნდა იხსნან ჩვენი შვილები.
შევგროვდეთ! ❤️“
თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved