• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თუ მთავარი თემები კალაძის თაობაზე მჯერა-არმჯერა, იზამდა-არიზამდა, უნდაეთქვა-არუნდაეთქვა იქნება…” – რას წერს ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:58 08-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,032

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,მეგობრებო, რასაც ქოცები ახლა აკეთებენ, პროპაგანდის ანბანური ხრიკია სახელად infoflooding – ინფორმაციის ნაკადის/ჭავლის მოშვერა, ალბათ ასე უფრო სწორი თარგმანი იქნება. მიზანი ერთია – ბევრი მოძრავი სამიზნე გაჩნდეს (დასაცავი თუ საგინებელი), ბევრი გამყოფი ხაზი, რაც დაპირისპირებას გააღვივებს მეათეხარისხოვან თემების ირგვლივ. შედეგი ერთადერთი: ფოკუსი სრულიად სხვაგან, ნებისმიერ რამეზე, მთავარის გარდა.

მარტივი აბსტრაგირებით რომ ვთქვათ, პროპაგანდა ფიგურალურად იმავეს გვიწყობს ახლა, რაც სტიქიამ მოუწყო შოვში ხალხს – ტალახის ნაკადში გვმარხავს. ოღონდ შოვში ხალხს არჩევანი არ ქონდა, ვერსად გაექცეოდა ამ ტალახს. აი, ჩვენ რატომღა მიყვებით ამ თამაშში ქოცებს და თავად ვწვებით ამ ტალახში, გაუგებარია.

მაგალითად, მერამდენე წელია ქოცების მხრიდან ერთიდაიგივე მოღალატურ ბოდვას ვისმენთ ომის დაწყებაზე, რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარებაზე და ასე შემდეგ. იმათ რატომ არ ბეზრდებათ ეს კაკაფონია, მესმის გადასარევად. ჩვენ რატომ არ გვბეზრდება იდენტური ტექსტების საპასუხოდ იდენტური აღშფოთება – არა.

თუ მთავარი თემები კალაძის თაობაზე მჯერა-არმჯერა, იზამდა-არიზამდა, უნდაეთქვა-არუნდაეთქვა იქნება; თუ გაუგებარი ბრალდებისგან ნიკა რაჭველის დაცვის კამპანიით უფრო წარმატებით გავავრცელებთ მასზე ნათქვამ სისულელეს (ვისი შვილის მიერაც არ უნდა იყოს ნათქვამი ეს სისულელე), ვიდრე ქოცები ამას თავად ახერხებენ და ასე შემდეგ – მაშინ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი სამუდამო და ერთადერთი დანიშნულება პროპაგანდის მსხვერპლობა და მისი მოძრავი სამიზნეების ან დევნა ან სამიზნედ ყოფნაა. ჩვენი ერთადერთი გამარჯვება და თვითკმაყოფილების წყარო – მორიგი პროპაგანდისტული მითის განმითებაა, რომელიც მხილების დროისთვის უკვე რელევანტური შეიძლება აღარც იყოს ან/და თავისი ფუნქცია უკვე შესრულებული ქონდეს, ხშირად სწორედ ჩვენივე სამართლიანი და მწვავე რეაქციის ხარჯზე.

უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ დღეისთვის ქართული ოცნების სიგიჟეების მიმართ ადიქცია გვჭირს და ამის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოგვიდგენია. როგორც ყველა დამოკიდებულმა პირმა, ეს უნდა ვაღიაროთ (როგორც ანონიმური ალკოჰოლიკები წრეში დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ, რა ვიცი :)). უნდა ვაღიაროთ და შევწყვიტოთ. უნდა შევწყვიტოთ და ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ, რათა ჩვენ გვდიონ ქოცებმა უკან, და არა პირიქით. პროპაგანდა ტონის მიმცემია, სხვისი უკან დევნა მას ძალიან უჭირს, თუ საერთოდ შეუძლია. ის გამოწვევების დასახვაში ბევრად უფრო ეფექტური და ეფექტიანია, ვიდრე გამოწვევების დაძლევაში.

ვაღიაროთ, შევეშვათ, შევქმნათ. მაშინ შევცვლით.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved