• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უნდა წაიკითხოთ ბოლომდე რომ მიხვდეთ ჩემს განცდებს!!!. პირველად მეშინია” – რას წერს ნადიმ ხმალაძე

ალია ავტორი - ალია
00:52 08-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,430

ნადიმ ხმალაძე სოცილურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,უნდა წაიკითხოთ ბოლომდე რომ მიხვდეთ ჩემს განცდებს!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ არასოდეს არაფრის მეშინოდა, პატარა ბავშვი ვიყავი , სოფელში დედის მხარე ჩემი სახლიდან შორს იყო, გზა კიდე დაუსახლებელი ჩემგან დედულეთის სახლამდე, იქ და მათთან ყოფნა მიყვარდა. ზამთარში მგლები დადიოდენ სოფლის განაპირას და სოფლებშიც , ყოველდღე თუ არა ხშირად სკოლიდან პირდაპირ დედაჩემის მხარეს მივდიოდი და შუა ღამეს წამოვიდოდი მარტოდ სახლში, რას არ იგონებდენ ბიცოლა ბაბუა , ბებია , რომ დავრჩენილიყავი მათთან გათენებამდე წასვლას რომ დავაპირებდი იწყებდენ მოყოლას , როგორ ნახეს გუშინ იმ ბილიკზე ძაღლის ძვლები რომელიც მგელმა შეჭამა წინა ღამეს. გავიღიმებდი , წავედი მეთქი და მივდიოდი 2 კმ სახლამდე ღამის 2–3 საათზე. არაფრის მეშინოდა ზამთარ ზაფხულ აჭარის მაღალმთიან რაიონში დავძრწოდი ტყეღრეში, ბევრჯერ დავკარგულვარ ნისლში , ღამეც გამითენებია მტაცებლებთან ერთად გოდერძზე თუ სად არა, ხის ტოტზე მიძინია ტყეში ღამე. . ამ ამბებს გაიხსენებენ ჩემი ნათესავები და გაიცინებენ აქ თუ წაიკითხეს. შემდეგ 16 წლისამ გავიპარე სახლიდან და მას შემდეგ მარტო მოვდივარ, მოვიარე ჯერ საბჭოთა კავშირი, კამჩატკიდან , მურმანსკამდე და სახალინიდან კიდე იქეთ, შემდეგ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, აფრიკა, ჯუნგლები, კობრები , მამბები, ნიანგები, კამერუნი, ნიგერია , რავი სად არა , ოკეანეები ,ათას ფატერაკს გადავეყრებოდი მაგრამ მაინც არაფრის შიში არ მქონდა. შემდეგ 90 იანი წლები, როცა საღამოს ყველა სახლში იკეტებოდა მე გარეთ ვიყავი, ხშირად ძალიან გრძელ გზაზე ან თუნდაც შუაგულ თბილისში ერთი მანქანაც კი არ მხვდებოდა , თითქოს დაუსახლებელიაო, გვხვდებოდა მხოლოდ შეიარაღებული ადამიანები. ბევრი მეზობელი მაშინ იძინებდა ღამე ჩემი მანქანის მისვლას რომ გაიგებდა. მერე ბევრი ასეთი, ტყვია კეფაში რომელიც ჩემი ხელით ამოვიღე., ბევრჯერ სიკვდილს გადარჩენა და ასე შემდეგ. ბევრჯერ ყველაფრის დაკარგვა , ქონების თუ დიდი ფულის რაც ყველაზე ნაკლებად მადარდებდა , აი ამ ბოლოსი რაც ფულს და ქონებს დაკარგვას შეეხება საერთოდ არ მაშინებდა. შემდეგ ოკუპაციის ხაზი , . შემდეგ უკრაინის ომი და მოგეხსენებათ რაც არის ამიტომ აქაურს არ მოვყვები. მოკლედ მილიონი ასეთი ხიფათი და არასდროს მეშინოდა. პირველად მეშინია 2 რამის . 1) პირველი რაც ხდება დღეს ჩემ ქვეყანაში და საითაც მიდის ჩვენი ქვეყანა რასაც ვერანაირი ძალით ვერ ვაჩერებთ და ხალხი მაშინებს თავისი უმოქმედობით. 2) ეს პირადული , ბუბა კიკაბიძემ თქვა ციხეზეც სიკვდილზეც და ავადმყოფობაზეც საშიში არის მარტოდ დარჩენაო. დიახ მეც ამის შემეშინდა. ვიცი მეტყვით მთელი საქართველო შენთან ვართ და არ ხარ მარტოო მაგრამ ეს სხვა მარტოობაა. ეს სხვაა და მე პირველად მეშინია.???PS . ეს 1% იც არაა რაც გამივლია და მინახავს. თითქოს ვწერდი ამ ყველაფერზე, გაბრაზებულ გამწარებულზე წავშალე სამწუხაროდ. არ ვიცი თუ დავწერ კიდე . ამიტომ ეს იყოს.”

თეგები: ნადიმ ხმალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved