• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილს ბაჩიაშვილის ეშინია, მის გასანეიტრალებლად იყენებს პროკურატურას – ინტერვიუ ბაჩიაშვილის ადვოკატთან

ალია ავტორი - ალია
15:26 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,935

ბიძინა ივანიშვილის ახალ მუქარას გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი “პირველებთან” ინტერვიუში ეხმაურება.  რობერტ ამსტერდამი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი პანიკაშია, ბაჩიაშვილის ეშინია და ამიტომ  პროკურატურას მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად იყენებს.

“ბრალდება გამოგონილია და მტკიცებულებებს არ ემყარება” –  ამბობს ამსტერდამი “პირველებთან” საუბარში.

პროკურატურის ქმედებებიდან გამომდინარე, მათ საზღვრები არ აქვს. ჩემი კლიენტი თავს აგრესიულად იცავს.  ამიტომ როგორც საბჭოთა დროში იყო, ისინი დააგროვებენ საქმეებს იქამდე, სანამ ჩემი კლიენტი არ მოკეტავს. სწორედ ეს უნდა ახლა ივანიშვილს, მისი გაჩუმება. რატომღაც ივანიშვილს ჩემი კლიენტის ეშინია. უფრო მეტი ბრალდებებით, რასაც არ უნდა ამზადებდნენ, ჩვენ ივანიშვილს სასამართლოს წარვუდგენთ. მთელ სისტემას, რომელიც ამ კორუმპირებულ ბრალდებებს მიყვება წავუყენებთ სასამართლოს. ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირში შესვლა ასე არ უნდა იქცეოდეს. 

ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც  ფიქრობს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია რამე ფორმით  უნდა არსებობდეს. აშკარაა, რომ მან ჩემი კლიენტი მიიჩნია დიდ საფრთხედ და გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს წინაშე მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ზეწოლას მოახდენს ყველაზე, მათზეც კი ვინც ერთ დროს მას ეხმარებოდა, თუ მის პოლიტიკურ საჭიროებებს დასჭირდება” – თქვა ამსტერდამმა. 

ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი “პირველებს” ეუბნება იმასაც, ბაჩიაშვილის ბრალი თავიდან-ბოლომდე გამოგონილია და სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რობერტ ამსტერდამი პირდაპირ ამბობს, რომ ” ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის თავში მოიხარშა” და “პროკურატურა შემსრულებელია”:

განცხადება რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს სრულიად ტყუილია. ჩემმა კლიენტმა დააბანდა ფული. ჩვენი საქმის სიმართლე გამყარებულია დოკუმენტებით და ივანიშვილის საქმე მის თავშია მოხარშული.  ბრალდება, რომელიც პროკურორებმა მოიგონეს, არის დემონსტრირება, რომ ბიძინა ივანიშვილს რაც მოუნდება, პროკურატურა მისცემს იმას. ივანიშვილს განცხადება ფაქტობრივად არასწორია, სიმართლესთან ის არანაირ კავშირში არაა. ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არასდროს უნდა წაეყენებინათ, ამბის დასასრული. 

აბსურდია იმის თქმა, რომ ბანკი მხოლოდ ინვესტიციებს აკეთებს. ივანიშვილი ვერ იქნება პარტნიორი ყველა სესხში. აშკარაა, რომ მას უყვარს ამორჩევა და იქიდან გამომდინარე, რომ ის აკონტროლებს პროკურატურას, ფიქრობს, რომ მას შეუძლია მოიპოვოს ფული, მოგონილი და შეთხზული ფაქტებით და იჩივლოს. ეს ბრალდება მას 8 წლის შემდეგ წაუყენეს, ესეც აშკარა ბრალდების მოტივია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გაიმეორებს ადვოკატი ივანიშვილს ბრალდებებს, ეს ბრალდებები ყალბია. კიდევ ერთხელ, ეს არის სესხის დოკუმენტი, რაც აშკარას ხდის, რომ ჩემი კლიენტი  ფინანსურად სესხზე იყო დამოკიდებული”- აცხადებს უფლებადამცველი. 

თეგები: ივანიშვილი–ბაჩიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved