• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა საბჭოთა მხარემ, გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
15:41 06-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,309

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, რუსეთის მიერ კახოვკის  წყალსაცვის აფეთქება  რა მიზანს  ისახავდა? ტერაქტი იყო თუ რაიმე სამხედრო ტაქტიკურ ან სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა?

– ეს იყო სუფთა სამხედრო დივერსია, რომლის გაკეთებაც რუსებს დასჭირდათ, უკრაინის სამხედრო ძალების  ზაპოროჟიეს  ფრონტის მიმართულებით შეტევის  შესაჩერებლად, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით. უკრაინელები ზაპოროჟიეს ჩრდილოეთით  ეფექტურ შეტევას  ანხორციელებენ და მისი პარალიზება უნდოდათ რუსებს.  უკრაინელებმა გაარღვიეს დონეცკის ფრონტის სამხრეთის მიმართულება და ქალაქი  ნოვო დონეცკი  აიღეს. ფაქტიურად, წინ  წავიდნენ სააკმაოდ ოპერატიულად დიდ სიღრმეში, 10 კილომეტრში. იქ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იქმნებოდა საფრთხე, თუ უკრანელები  მდინარე დნეპრს გადალახავდნენ და დაარტყამდნენ სწორედ კახოვკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაშინ რუსების ძალიან  დიდი სამხედრო დაჯგუფება აღმოჩნდებოდა ალყაში. რუსეთისთვის განმეორდებოდა ხარკოვის კატასტროფა, სადაც რუსებმა დაკარგეს ელიტარული სამხედრო დაჯგუფებები და ასევე, განადგურდა მე–200 პოლკი  და 58–ე არმია, რომელიც 2008 წელს საქართველოში იბრძოდა და  კიდევ რამდენიმე ბატალიონი. როგორც ჩანს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა მიიღო დავალება უშუალოდ  უმაღლესი მთავარსარდლისგან, პუტინისგან, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებით,  დროებით შეეჩერებინათ  მტრის შეტევა ამ კონკრეტული მიმართულებით.

– უკრაინაში ბევრი კაშხალია, რომელთა აფეთქებით ხალხს დიდი ზიანი მიადგება  და ამ გზით უკრაინელთა შეტევებს რუსები გააჩერებენ?  კახოვკის კაშხლის აფეთქებით, რუსებმა  დროებით შეაჩერეს უკრაინელთა შეტევა და სამომავლოდაც უნდა ველოდოთ რუსეთისგან ამ მიზნით ამგვარი ტიპის დივერსიულ აქტებს?

– ზოგადად, არაფერზე რუსეთი უკან არ დაიხევს და თითქმის ყველაფერზე წავა, რათა ამ ომში წარმატებას მიაღწიოს. დივერსიული აქტებიც ომის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, ამგვარი აქტებით, ცხადია,  უკრაინელეთა შეტევებს  ვერ შეაჩერებს რუსეთი, მხოლოდ შეაფერხებს კონკრეტული მიმარულებით უკრაინის არმიის შეტევებს, როგორც ახლა მოხდა. კახოვკის კაშხალი ერთ–ერთი უდიდესი კაშხალია ევროპაში. ამ  წყალსაცავიდან წყალი მიეწოდებოდა ოკუპირებულ ყირიმს, გამოიყენებოდა ხერსონის ყველაზე ნაყოფიერი მიწების  ირიგაციისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკმაოდ სერიოზული მომსახურებისთვის, ამ კაშხლიდან მოწოდებული  წყლით აგრილებდნენ – აციებდნენ  სადგურის  რეაქტორებს და ბუნებრივია, უკრაინაში არის ელექტეროენერგიის გამომუშავების ყველაზე მსხვილი  წყარო. ეს უკვე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და გეო–სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა  საბჭოთა  მხარემ,  გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ.

– კი, ამ კაშხლის აფეთქებით ყირიმის ნაწილი, სადაც რუსეთის მოქალაქები ცხოვრობენ.  უწყლოდ დარჩა. ეს კი  ბევრს აფიქრებინებს, რომ უკრაინამ ააფეთქა კაშხალი, რადგან რუსეთი ყირიმელებს უწყლოდ არ დატოვებდა.

– რუსეთისთვის უკრაინის არმიის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანი იყო,  ვიდრე ყირიმის ნაწილის დროებით უწყლოდ დატოვება. ამ ვერსიას ვინც ავითარებს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ყირიმში თავის მოქალაქეებს არ დააზარალებდა, მათ შევახსენებ, რომ უკრაინამაც დიდი ზარალი ნახა კაშხლის აფეთქებით. უამრავი დასახლება დაიტბორა, ხალხი სახლების გარეშე დარჩა და და გლეხებს თუ ფერმერებს, მიწები მოურწყავი შეიძლება დარჩეთ.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved