• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ“ – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
17:05 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,054

ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:

„სალამი მეგობრებო!
დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ ?
რა თქმა უნდა, ეს “სიმყუდროვე” ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ. რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან ვამაყობ, რომ ასე უმკლავდება. რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრი სულ “მთავართანაა”, ვხედავ, როგორ უჭირთ, იმასაც ვხედავ, რასაც მიმალავენ ხოლმე და არ იმჩნევენ, მაგრამ ვხედავ იმასაც, როგორ იქცნენ მაგარი ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვები, უმაგრეს მოქალაქეებად, ვინც თავისი სტოიკურობით ყოველდღიურად ამარცხებს სისტემას და იძლევა სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ, ვამაყობ და პატივს გცემთ!
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.
დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს – ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ.
წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას!
ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს.
P.S გუშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონალური მოკითხვა და განსაკუთრებული სიყვარული ბატონ ლევან ბერძენიშვილს! Levan Berdzenishvili ხომ ისევ “ყველაზე უკეთ” ხართ, “როგორც ტანკი”? აბა რა! ? მეც ეგრე ? ყოჩაღად უნდა ვიყოთ, ბევრი საქმე გვაქვს წინ!
სიყვარულით,
ნიკა #212“
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved