• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დგას “ქოლცენტრების” უკან? – ვაშაძე გვარებს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
14:56 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,171

ქოლცენტრების თაღლითური სქემის კვალი ქართულ ოცნებამდე მიდის – სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა და კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

ვაშაძე ამტკიცებს, რომ უკანონო ბიზნესს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახი ფლობს. 

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე”- თქვა ვაშაძემ. 

“6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში, სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, უსიტყვოდ, არაფერი არ განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, არახამიას გაშავება და თითქოსდა რაღაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება.

ეს იყო პირდაპირ „სუსის“ მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ.

მე საზოგოდოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამ საქმეს ესე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე, ამიტომაც ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე ეს ქოლცენტრების თაღლითური სქემა, რომელიც არამხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამისი არაერთი ფაქტი არის.

13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმდღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან.

მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი , თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ ასეთ კომპანიას, ქოლცენტრს, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეეს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონრეს.

 ვინ არის ჩაჩი დასენი?  –ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია “ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის.

ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურე  საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე,  ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით  გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ანუ აი ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი.

შესაბამისად, მე ხელთ მაქვს ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ  „ქართული ოცნება“ დგას ქოლ-ცენტრების უკან, სწორედ ამიტომ ახლა  აჭიანურებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ ,რომ  ეს მტკიცებულებები დასაბუთებული არის შპს-ების სარეგისტრაციო დოკუმენტებით და დასტურდება ამ ადამიანების კავშირი, ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი დიდი თაღლითური სქემისა, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია და ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.  კიდევ ერთხელ დადასტურდა მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში,  თუ ვინმე არის დამნაშავე , არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას დღეს საქართველოში. აი, ბატონო სახელები და გვარები, ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც აუცილებლად ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ” – გიორგი ვაშაძე 

ტვ პირველი

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved