• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,წილის რომელი ნახევარია, ევროპელი პენსიონერების, თუ საქართველოში უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის?“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
18:08 04-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე კეზერაშვილის მიერ წილების გასხვისებას ეხმაურება:

,,კეზერაშვილის მიერ წილების ნაწილის დათმობის შესახებ

რიტორიკული კითხვით შეიძლება საკითხის ამოწურვა: ჭუჭყიანი ფულის ნაწილის გასხვისებით, ან ერთი ნაწილი, ან მეორე სუფთა ხდება?

ბავშვიც მიხვდება, რომ არა!

რომელი ტერმინი მოეწონება წილების ახალ პატრონებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, თუ ფულის გათეთრება? ჩახედონ განმარტებებს.

ერთი მხრივ უარყოფდე პენსიინერების გაძარცვას, BBC-სთვის ჩივილს აპირებდე და მეორე მხრივ წილებს ასხვისებდე, ორი საპირისპირო რამ არის.

ან არ აღიარებ ბრალს და აწვები ბოლომდე, ან წილებს ასხვისებ, რეალურად ან ფორმალურად, რითაც აღიარებ, რომ უკანონო, თაღლითური და ჭუჭყიანი ფულია.

“სასაცილო” ისაა, რომ ამ ჭუჭყიანი ფულით შეძენილი წილების გადაცემა მოითხოვეს და მისი ნაწილის გადაფორმებას დათანხმდებიან.

კიდევ უფრო სასაცილო ისაა, რომ საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენების ძალადობრივი გზით მითვისებულმა სიმდიდრემ და საკუთარი ჯარის ნაძარცვმა ფულმა ხელი არ დაუსვარათ და ევროპელი პენსიონერების გაძარცული დანაზოგები ყელზე დაადგათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბი-ბი-სიმ ამხილა, თორემ ჩვენი აზრი მაგათ ჰკიდიათ.

არსებული წილის ნახევარს რომ ასხვისებს, რომელი ნახევარია, ევროპელი პენსიონერების, თუ საქართველოში უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის?

წილების 100%-ში ერთი პროცენტიც რომ იყოს ჭუჭყიანი, მთლიან ქონებას სვრის.

ჭუჭყიანი, ანუ უკანონო, თაღლითური გზით, იარაღის, ნარკოტიკების, ადამიანების ვაჭრობით მოპოვებული სიმდიდრის წილების სხვაზე გადაფორმება მისი გათეთრების მცდელობაა.

გათეთრების ასეთი დემონსტრაციაც იშვიათობაა. უტიფრობის დოღია.

ჰო, ვინც წილს გაიფორმებს, ამით რეპუტაციულად დაზიანებულ ქონებას, წილებს, შესაბამისად დანაშაულებზე მორალურ პასუხისმგებლობასაც შეიზელს, მანამ სანამ სასამართლო საპისირპიროს არ დაადგენს.”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved