• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, 25% გადაეცემა „ფორმულელებს“… – ფორმულას დამფუძნებლების განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:33 04-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლებმა დავით კეზერაშვილის მიერ არხის საკონტროლო პაკეტის ნახევრის კოლექტივისთვის გადაცემაზე ისაუბრეს.

არხის დამფუძნებლებმა: ზუკა გუმბარიძემ, გიორგი ლიფონავამ და მიშა მშვილდაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, რომ კონსულტაციების შედეგად შეიქმნება მოდელი და პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე.

გუმბარიძის თქმით, ეს ნაბიჯი შექმნის დამატებით იურიდიულ გარანტიას, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი.

“ცხადია, ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას, პირველ რიგში, ჩვენი მაყურებლის და საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, მინდა მეტი სიცხადე შევძინო იმ განცხადებას და უფრო კარგად განვმარტო, რათა კითხვები, რაც გაჩნდა იყოს პასუხგაცემული ჩვენი მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ფორმულა დაფუძნდა ფორმულა კრეატივისა და დავით კეზერაშვილის პარტნიორობის შედეგად, 49%-ს ვფლობდით ჩვენ, ხოლო 51%-ს ფლობდა დავით კეზერაშვილი. დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, ცხადია ჩვენთან კონსულტაციების შედეგადაც, მისი გადაწყვეტილებით, ის წილის ნახევარს გადასცემს ფორმულას კოლექტივს და ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა, გვინდა დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.

25% გადაეცემა ფორმულელებს, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან ხოლმე, დგანან კადრს მიღმა, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ იმაში, რომ ფორმულა იყოს ეთერში, მაუწყებლობდეს იმ ფორმით, რითაც მაუწყებლობს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამის გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი და არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია, თუმცა კიდევ ვამბობ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაგრამ პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური, მასში დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი და ეს ადამიანები შექმნიან ორგანიზაციას, სადაც ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში და ფორმულებების პოზიცია იქნება ყველა დონეზე გაჟღერებული და გათვალისწინებული.

დღეიდან, ვერც ერთი ერთი ცალი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმულას აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთ დამატებით იურიდიულ გარანტიასაც შექმნის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი და მას კვლავაც განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინც უნდა განსაზღვრავდეს სარედაქციო პოლიტიკას.

ფინანსურად მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი არხი არ არის თვითკმარი და გამონაკლისი არც ფორმულა არ არის, შესაბამისად, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას, დეფიციტს, რომელიც არის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ის კვლავ გააგრძელებს ამ ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის. შესაბამისად, ამ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიცხადით, მეტ დეტალს მოგიყვებით უკვე დღესაც, თამარ ბაღაშვილის ღამის კომენტარში, სადაც ფორმულას დამფუძნებლები და ფორმულას სახეები იქნებიან ეთერში ჩემთან ერთად, იქაც მოვყვებით, განვმარტავთ და ზოგადად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესში გვინდა ჩაერთონ ყველა სუბიექტები, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია, ისმოდეს კრიტიკული აზრი, შესაბამისად, გავმართავთ კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე ცხადია ინფორმაციას მივაწვდით საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად სიახლეებსაც გაგაცნობთ იმ წამში, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა გუმბარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved