• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მომავალში ავირჩევთ რუსულ ოცნებას ?! ეკონომიკური, ანუ თითოეული ოჯახის შემოსავლის თვალსაზრისით, დავრჩებით იმ ნაგავში, რომელშიც ვართ!” – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:05 04-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

,,პეესპეს” დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ( International Monetary Fund ) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო ბანკის (World Bank)  მიერ ნავარაუდევი 4,4%, 2023 წელს ჩვენი ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია  5,9 %-ს  შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ჯიბე, უკვე მერამდენე წელია, მინუსშია!

საქართველოში ყველაფერი გაძვირდა და ღირს თითქმის იმდენივე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, პირველადი მოხმარების სურსათი –  უფრო მეტიც კი, ხოლო ხელფასები დოლარსა და ევროში არ გაზრდილა. ამასთან, ე.წ. დასაქმებულთა ნახევარს ანაზღაურება თვეში საშუალოდ
200 $, ან ნაკლები აქვს, რაც საერთოდ ვერ ჩაითვლება შემოსავლად. ამავე პროგნოზით, 2024 წელს, ჩვენი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-ით გაიზრდება. შარშან მშპ-ს ზრდა 10 % იყო, რუსული ფულის ერთჯერადი შემოდინების ხარჯზე.  როცა ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და რუსები საქართველოდან გავლენ, ამ ფულსაც წაიღებენ და ერთჯერად უკუეფექტს უნდა ველოდოთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 4-5% -იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად მიუღებელი და არასაკმარისია.

საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 10-15 %-ით ყოველწლიურად. ეს შესაძლებელია?! დიახ, შესაძლებელია. ეკონომიკას ზრდის ბიზნესი და ვიდრე ბიზნესის, ანუ ეკონომიკის მიმართ მტრულად განწყობილი ხელისუფლება გვეყოლება, არაფერი გვეშველება. ბატონი ღარიბაშვილის გუნდი გამოირჩევა განსაკუთრებით მტრული დამოკიდებულებით ბიზნესის, ე.ი. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება!

მომავალში ავირჩევთ რუსულ ოცნებას ?! ეკონომიკური, ანუ თითოეული ოჯახის შემოსავლის თვალსაზრისით, დავრჩებით იმ ნაგავში, რომელშიც ვართ!”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved