• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:55 04-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
834

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას” მხარდაჭერას უცხადებენ და თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი. მათი თქმით, ეს ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება და ერთი ნაბიჯით დააახლოებს საქართველოს ევროპულ დიდ ოჯახთან.

გთავაზობთ განცხადებას:

საქართველო ევროკავშირისგან ელოდება კანდიდატის სტატუსს და კონსტიტუციაში ასახული ისტორიული მიზანი – საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა განხორციელებასთან. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმ 12 მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის ივნისში საქართველოს დაუსახეს.

აღნიშნული მოთხოვნებიდან მე-7 ეხება მედიის თავისუფლებას, კრიტიკული მედიის არსებობას და მედიაპლურალიზმს. ამ პუნქტში მითითებულია, რომ მედიამენეჯერების წინააღმდეგ სამართალწარმოება უნდა პასუხობდეს უმაღლეს სტანდარტებს.

მე-7 მოთხოვნაში ამ ჩანაწერის თავად არსებობა, მაღალი ალბათობით, გამოწვეულია, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“დამფუძნებლის, მედიამენეჯერის, ადვოკატთა ასოციაციის წევრ – ნიკა გვარამიას სრულიად აბსურდული და ხელოვნურად შეთხზული ბრალდებით დაპატიმრებით.

საქართველოს მიმართ წაყენებული 12 მოთხოვნის შესრულებას ევროკომისია აპრილში შუალედურად შეაფასებს და სწორედ ამ შეფასებაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წლის შემოდგომაზე.

ჩვენ, ამერიკის შეერთბულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმები სრულიად ვუჭერთ მხარს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ და თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება და ერთი ნაბიჯით დააახლოებს საქართველოს ევროპულ დიდ ოჯახთან.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნანა გეგეჭკორი – კარდიოლოგი – ბრუკლინი, ნიუ იორკი
ლადო ჩაჩანიძე – ინფექციური სნეულებანი – მემფისი, ტენესი
გიორგი კაციტაძე – პედიატრი – ჯორჯია
ხათუნა ნაცვლიშვილი-სტეპკოვიჩი – ოჯახის ექიმი – სირაკუზი, ნიუ ორკი
საბა ბეჟანიშვილი – ნევროლოგი – ატლანტა, ჯორჯია
ხათუნა ქადეიშვილი – ინფექციური სნეულებანი – ბრონქსი, ნიუ ორკი
თამარ ჩერქეზიშვილი – შინაგანი სნეულებანი – ნიუ ჰეივანი, კონექტიკუტი
დავით მაღლაკელიძე – შინაგანი სნეულებანი – ბრუკლინი, ნიუ ორკი
დავით ჩაჩხიანი – ნევროლოგი – ლუიზიანა
სალომე ლემბეკი – ნევროლოგი – სირაკუზი, ნიუ ორკი
თინა ურპანიშვილი – შინაგანი სნეულებანი – ნიუ ორკი
ნანა მაკალათია – შინაგანი სნეულებანი – ნიუ ორკი
ნინო ოქროშიძე – ოჯახის ექიმი – ფილადელფია, პენსილვანია
ხათუნა გურგენაშვილი – ნევროლოგი – ჩამბესბურგი, პენსილვანია
ნინო ისაკაძე – ელექტროფიზიოლოგი – ბალტიმორი, მერილენდი
მამუკა მაჩაიძე – ინფექციური სნეულებანი – ბალტიმორი, მერილენდი
იანა ძაგნიძე – ფსიქიატრი – ატლანტა, ჯორჯია
მარიკა გელაშვილი – შინაგანი სნეულებანი – ვირჯინია
ნინო ქუცხრიკიძე – შინაგანი სნეულებანი – სემინოლი, ფლორიდა
ეკატერინე მეტრეველი – ექთანი პრაკტიკოსი – ფისტერვილი, პენსილვანია
მარინე ძაგნიძე – ექთანი – ფრიჰოლდი, ნიუ ჯერსი
ნინო მიმინოშვილი – ექთანი პრაკტიკოსი – ნიუ ორკი
ლიზა ჩერქეზიშვილი – ექთანი – ბერკლი ჰაიტს, ნიუ ჯერსი
პაატა შუბლაძე – ექთანი – ჰანტინგტონ ვალი, პენსილვანია
სალომე ზაქარიაძე – ექთანი – ჰოლანდი, მიჩიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved