ხულოში, სოფელ თხილვანაში მიწაზე ბზარები შეინიშნება, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ფერდობები.
ზედა თხილვანაში ხულოს მერის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის თქმით, მერიამ 3 ოჯახი გაიყვანა მეწყერსაშიშ ზონიდან ქირით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც, მისივე თქმით, პირველ რიგში იყვნენ საფრთხის წინაშე.
სოფელში არსებული სიტუაციის შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები.
წყარო: „ბათუმელები“
კომენტარები