• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიბოს, გულ-სისხლძარღვთა და ავტოიმუნური დაავადებების ვაქცინები 2030 წლისთვის იქნება მზად – The Guardian

ალია ავტორი - ალია
10:28 04-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დააანონსა, რომ კიბოს, გულ-სისხლძარღვთა და ავტოიმუნური დაავადებების ვაქცინები 2030 წლისთვის იქნება მზად. ამის შესახებ The Guardian წერს.

დოქტორმა პოლ ბარტონმა, Moderna-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მსგავსი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინას უკვე 2030 წლისთვის შემოგვთავაზებს.

“ჩვენ გვექნება ეს ვაქცინა და ის იქნება უაღრესად ეფექტიანი. ამით მილიონობით სიცოცხლეს გადავარჩენთ. ჩვენ შევქმნით პერსონალიზებულ ვაქცინებს სხვადასხვა ტიპის სიმსივნის საწინააღმდეგოდ”, – თქვა ბარტონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ mRNA თერაპიას შეუძლია გადაჭრას იშვიათი დაავადებების პრობლემა, რომელთათვისაც ამჟამად არ არსებობს ხელმისაწვდომი თერაპია.

“ვფიქრობ, ჩვენ გვექნება mRNA-ზე დაფუძნებული თერაპია ისეთი დაავადებებისთვის, რომლებიც ადრე არ იყო განკურნებადი. 10 წლის შემდეგ მივუახლოვდებით სამყაროს, სადაც თქვენ ნამდვილად შეძლებთ დაავადების გენეტიკური მიზეზის იდენტიფიცირებას და შედარებით მარტივად მათ დამარცხებას. ეს ყველაფერი mRNA-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით”, – დასძინა ბარტონმა.

ბარტონი ვაქცინების მხრივ პროგრესს ნაწილობრივ COVID-19-თან აკავშირებს.

“ვფიქრობ, რომ პანდემიამ ამ ტექნოლოგიის პროგრესი დააჩქარა. მან მოგვცა საშუალება, გაგვეფართოებინა წარმოება. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ ვაქცინების სწრაფად და უსაფრთხოდ დამზადება”, – განმარტა მეცნიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved