• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
10:02 04-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

მსახიობის ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა.

„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!“ – წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, დიმა ხვთისიაშვილი.

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა : ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი , მეტეხის, მარჯანიშვილის , სამეფო უბნის თეატრტებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა. ესენია: ლუკა – მამუკა სალუქვაძე “სიმარტოვე” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მწერალი – ნოდარ დუმბაძე “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” რეჟ: გიორგი თავაძე
ბარნი – ნილ საიმონი “მგზნებარე შეყვარებული” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
აკელა – რედიარდ კიპლინგი “მაუგლი” რეჟ: ნიკოლოზ საბაშვილი
ზაალ ერისთავი – აკაკი წერეთელი “ბაში-აჩუკი” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მამა – ოთარ ბაღათურია “მეფე ლირი თავშესაფარში” რეჟ:ოთარ ბაღათურია
ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ჰერცოგი – უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” რეჟ:ლევან წულაძე
ვასილ კეჟერაძე – გურამ დოჩანაშვილი “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” რეჟ.ზურაბ კანდელაკი
ლეონჰარდტი – ამადეუს ჰოფმანი “პატარძლის ამორჩევა” რეჟ.მედეა კუჭუხიძე
მიუნჰაუზენი – გრიგორი გორინი “ბარონი მიუნჰაუზენი” რეჟ.ელენე მაცხონაშვილი
შაქრო – ნოდარ კეკელიძე “იღბლიანი მკითხავი“ რეჟ:ეკატერინე შარიქაძე
ნიკა – ალექსანდრე ჩხაიძე ‘”თავისუფალი თემა” რეჟ.შალვა გაწერელია
ბესო – ალექსანდრე ჩხაიძე “სკოლა 88” რეჟ.ანდრო ენუქიძე
გია – ირაკლი სამსონაძე “ბედნიერი ბილეთი” პრემია წლის საუკეთესო როლი რეჟ.შალვა გაწერელია
მგელი – დავით კვიჟინაძე „ფიცი მწამს“ რეჟ.მანანა კვირკველია
ნოე – თამაზ ჭილაძე „ნოეს კიდობანი“ რეჟ.თამაზ მესხი
ოლილე – არჩილ სულაკაური „ცისფერი ირემი“ რეჟ.თამაზ მესხი
ბილი – ო‘ჰენრი „ტრამალების რისხვა“ რეჟ.ირაკლი ჯაოშვილი, ინესა ბერძული
მეფე – ჩეხური ზღაპრების მიხედვით „ოქროსთმიანი პრინცესა“ რეჟ.ანატოლი ლობოვი
იოხიო – ძიუნძი კინოშიტა „წეროს ფრთები“ რეჟ.გიორგი ოსეფაშვილი
ლოთი – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ რეჟ.ქეთევან ხარშილაძე.
სახელმწიფო პრემიის ლაუერატი.
თეატრის გარდა , აქტიურად თამაშობდა კინოშიც. მის მიერ განსახიერებული კინო როლებია: ფილმები
ნუგზარი – მხ. ფილმი „მეტიჩარა“ რეჟისორები:ნელი ნენოვა, გენო წულაია
მოქეიფე – მხ. ფილმი „უძინართა მზე“ რეჟისორი.თემურ ბაბლუანი
წითელარმიელი – მხ. ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ:ნანა ჯორჯაძე
ჭუტალა – „ყავა და ლუდი“ რეჟისორი:ზაზა ბუაძე
ბიზნესმენი – სერიალი „ჩვენი ოფისი“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
ვიტალი – სერიალი „ჩიფსების თაობა“ რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
არჩილი – სერიალი „კლინიკა“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
მეგარმონე – მხ. ფილმი „თბილისი-თბილისი“ რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
ავთო – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved