ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„პრობლემა რაშია იცით და რატომაა საშიში რაც ქართულ სასამართლოს გარშემო ხდება?.. პრობლემა იმაშია რომ, აწი ამერიკაშიც და ევროპაშიც ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჩაითვლება როგორც მურუსიძის კლანის გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი დავუშვათ არა მარტო მიშაზე, ან გვარამიაზე იქნება განხილული როგორც უსამართლო და არალეგიტიმური, არამედ ნებისმიერ კრიმინალზეც კი.. დიახ, დიახ, სამწუხაროდ ასე იქნება და ნებისმიერ კრიმინალსაც შეეძლება ატეხოს ყვირილი რომ, ის არალეგიტიმურმა და კლანურმა სასამართლომ გაასამართლა და სტრასბურგში ნებისმიერი საქმე მოიგოს. ხვდებით არსის სიმძიმეს?.. დიახ ხვდებით და სამწუხაროდ ამას ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ..
და თუ აცნობიერებენ და მაინც ამას აკეთებენ, მაშინ იმაზე მეტ პრობლემასთან გვქონია საქმე ვიდრე მე წარმომიდგენია.
და ბოლოს, რატომ ვაყოლებთ სახელმწიფოს ვიღაც გარეწარ მურუსიძეს, ამიხსენით ვინმე მადლიანმა რააა… .“
კომენტარები