• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იმას ნიშნავს, რომ მალე „სოკარი“ საქართველოში როგორც ფუნქციას, ისე გავლენას დაკარგავს“

ალია ავტორი - ალია
16:52 04-10-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,397

 

ანი დვალიშვილი

არის ასეთი ქართული ფილმი – „აურზაური სალხინეთში“ და სწორედ ასე შეიძლება დავასათაუროთ ის, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება. „პოლიტიკურ სალხინეთში“ ამერიკის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირებამ დიდი არეულობა გამოიწვია. ეს მოულოდნელი იყო ყველასთვის და რაც მთავარია, მოულოდნელი იყო ის განცხადებაც, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა – მოსამართლეები კორუფციაში დაადანაშაულეს. თავისთავად, დასანქცირებული ოთხეულის რანგს თუ გავითვალისწინებთ, ისინი კორუფციულ გარიგებაში რიგით ადამიანებთან ვერ და არ შევიდოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარია ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამერიკული მხარე ამტკიცებს, დოკუმენტები გვაქვს, ვიცით, ტელეფონით ვის ესაუბრებოდნენ მოსამართლეები და რა თემებზეო და თავის მხრივ, ოთხეულიც ამტკიცებს, ჩვენც გვაქვს დოკუმენტაცია და ჩანაწერებიო. რა გამოდის? ვიღაც მოსამართლეებს უსმენდა და თავის მხრივ, ვიღაც ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსაც უსმენდა? ასე ნაციონალების დროს იყო, როცა შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყველას უსმენდნენ და ახლაც, უკვე არც თუ იშვიათად გაიგონებთ, სატელეფონო საუბარი არ არის, პირადი შეხვედრის დროს გეტყვიო. ანუ, შეგრძნება იმისა, რომ ყველას უსმენენ, ბევრს აქვს და ერთ-ერთი  მიზეზი იმისა, რის გამოც ნაციონალების რღვევა დაიწყო, ესეც იყო.

ვაღიაროთ, მოსამართლეები, რომლებიც სწორედ ნაციონალების ბრძანებების უსიტყვო შესრულებაში იყვნენ შემჩნეული, „ოცნებამ“ საეჭვოდ დაიტოვა. დაიტოვა ალბათ იმისთვის, რომ ისინი მორჩილებას იყვნენ ჩვეული და ახალი ხალხის დამორჩილებას, უკვე დამორჩილებულების მართვა არჩიეს. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეს იმით ახსნა, რომ მოსამართლეების დეფიციტი გვაქვს და ამიტომ დავტოვეთო, მაგრამ… დეფიციტი დღეს ძალოვან უწყებებშიც არის, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა შორის, მაგრამ გამოცხადებულ კონკურსებზე ადამიანებს უბრალოდ არ იღებენ, თუ ვიღაცამ ზემოდან არ დარეკა და ვაკანტური ადგილები ვაკანტურად რჩება. საჯარო სამსახურებსა თუ ძალოვან უწყებებში სამსახურის დაწყება ზედმეტად გართულდა, მმართველი გუნდის ლიდერები ძალიან ეჭვიანები გახდნენ და იმასაც გრძნობენ, რომ მოსამართლეთა სანქცირება შესაძლოა პირველი მერცხალი იყოს და ამერიკიდან სანქციების ტალღა დაიძრას. ამერიკული სანქციები გუნდში დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ, მაგრამ თუ შტატებს მხარს ევროპაც აუბამს, ეს უკვე სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგზაურობა მხოლოდ ბელორუსსა და რუსეთში შეეძლებათ (სომხეთსა და აზერბაიჯანშიც).

ისე, აზერბაიჯანული მხარე ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და აგერ, პრემიერი ღარიბაშვილი პრეზიდენტმა ალიევმა ავტომობილით ასეირნა. როგორც გვეუბნებიან, აზერბაიჯანის მთავრობა იმის გამო შეშფოთდა, რომ ბოლო დროს, „სოკარის“ შემოსავალმა 2/3-ით დაიკლო, რაც რუსეთიდან შემოტანილი იაფი საწვავის ბრალია. პარალელურად, აზერბაიჯანიდან გააქტიურდა კონტრაბანდული საწვავის შემოტანა და აზერბაიჯანის საზღვართან მიმდებარე სოფლებში, ერთი „კანისტრა“ დიზელი 45 ლარად იყიდება და ყიდის თითქმის ყველა ოჯახი. ეს იციან ხელისუფლებაში, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ალიევის შეშფოთების მთავარი მიზეზი კი არა ბენზინი და დიზელი, არამედ ბუნებრივი აირია. „სოკარ-გაზი“ საქართველოში ლამის მილიონამდე აბონენტს ემსახურება და თუ ქართული მხარე მოახერხებს და რუსეთს იაფი გაზის გრძელვადიან მოწოდებაზე შეუთანხმდება, „სოკარი“ საქართველოში როგორც ფუნქციას, ისე გავლენას დაკარგავს. ჰო, გავლენას, რადგან „სოკარის“ გამოისობით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩაბმული, ახლა კი… ქართულ მხარეს ურთიერთობის გადახედვა მოუწევს სომხეთთანაც. საქმე ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ჰააგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემო, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში, ფაშინიანი ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას შეეცდება. კულუარულად ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით სომხეთის პირგელი პირი ყარაბახის საკითხში რუსეთის მეტ ჩართულობას და მხარდაჭერას ითხოვს, მაგრამ ახლა რუსეთს ყარაბახისთვის ნამდვილად არ სცალია, სომხეთი კი… თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ფონზე, სომხეთს შესაძლოა ჰქონდეს მცდელობა, შარშან წაგებული ომი განაახლოს და ყარაბახის დაბრუნებას ისევ შეეცადოს. ამისთვის მზადება ჩვენს ორივე მეზობელ ქვეყანაშია და ქართველ პოლიტიკოსებსაც ასე აქტიურად, აზერბაიჯანელი თუ სომეხი კოლეგები ამიტომაც ხვდებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved