“ყველაფერში მოგვატყუეს” – გერმანიაში სამუშაოდ წასული სტუდენტები დამსაქმებლებს უჩივიან. 16 გოგო ამბობს, რომ მათი უფლებები ორივე ქვეყანაში შეილახა.
სამხატვრო აკადემიის ყოფილი სტუდენტი მარიამ გელაშვილი გერმანიაში, ბავარიის მხარეში, ქალაქ რეგენსბურგში, სტუდენტური დასაქმების პროგრამით გასული წლის 30 ივლისს წავიდა და იქ 18 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩა. მარიამს 3 თვე ავტომობილების ქარხანაში მანქანების ნაწილებით დატვირთული ყუთები ხელით გადაჰქონდა.
„რაშიც შეეძლოთ მოვეტყუებინეთ, თითქმის ყველაფერში მოგვატყუეს. მაშინ არ ვიცოდით ვისთვის უნდა მიგვემართა და ერთადერთი, რაც მოვიმოქმედეთ, საქართველოს საელჩოში დარეკვა იყო, თუმცა ვერაფრით დაგვეხმარნენ და რომ ჩამოვედით, მერე დავუკავშირდით პროფკავშირებს“, – ჰყვება მარიამი.
წყარო “რადიო თავისუფლება”
კომენტარები