ენგურის ცენტრალური ხიდი დღეიდან,სავარაუდოდ 10 აპრილის ჩათვლით ჩაიკეტა. ჯერჯერობით აფხაზურ მხარეს ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ინფორმაციას ხიდის ცალმხრივად,დროებით ჩაკეტვის შესახებ მოქალაქეები ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვას აფხაზური მხარე, 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებს. მათ კი ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
ამ ეტაპზე სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთა მოქალაქეებს ცალმხრივად , ოკუპირებული გალის მიმართულებით შეუძლიათ.
კომენტარები