• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს აქვს ანორექსია, რომელიც გამოწვეულია ფსიქიატრიული პათოლოგიებით” – თენგიზ წულაძე

ალია ავტორი - ალია
11:10 04-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
826

“ნახტომისებური გაუარესება, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუარესებაა”, – ასე უპასუხა ნევროლოგმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 თებერვლის შემდეგ გაუარესებულია, რაც წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწვეულ ექიმთა ბოლო დასკვნაში.

„კახექსია ისედაც იყო, ანუ, ანორექსია აქვს პაციენტს და ამ ფონზე განვითარდა სარკოპენია, კოგნიტიური გაუარესება; მძიმე დეპრესია აქვს პაციენტს, ჩემი შეფასებით, წნევის ვარდნა წამოდგომისას და ყველაფერი ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და პროგნოზს არაკეთილსაიმედოს ხდის“, – განაცხადა წულაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, რა არის წონის კლების მთავარი მიზეზი, პაციენტი საკვებს არ იღებს თუ ვერ იღებს, რადგან ოჯახი საკვების ვერმიღებაზე საუბრობს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ის თვითდაზიანების რეჟიმშია და საკმარის კალორაჟს განგებ, ჯანმრთელობის გაუარესების მიზნით არ იღებს, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ექიმთა ჯგუფი შესვლისას პაციენტს ნახულობს და ერთჯერადი ვიზიტით ამის დადგენა არ ხდება.

„ჩვენ კვებას არ ვთავაზობთ პაციენტს იმ წუთში, მხოლოდ ვსინჯავთ, პარამეტრებს ვზომავთ და დასკვნას ამის საფუძველზე ვაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტმა საჭმელი არ მიიღო თუ ვერ მიიღო, თუ ის კახექსიურია და უკვე კახექსია არის. მიზეზს, კონკრეტულად რატომ ვერ მოხდა ეს ამბავი, ჩემთვის, როგორც იმ წუთში გამსინჯავი ექიმისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ვერც გამოვიკვლევ იმ წუთში. ეს უნდა გამოვიკვლიო პაციენტზე ხანგრძლივად დაკვირვებით და მეთვალყურეობით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვნახეთ ისტორია, რომელიც „ვივამედიდან“ გამოგვიგზავნეს და მსგავსი რამ არ წერია იქ, რომ, ვთქვათ, ხანგრძლივი დაკვირვებით, წინასწარ განზრახვით რამეს აკეთებდეს პაციენტი. ჩვენი აზრით, პაციენტს აქვს ანორექსია, რომელიც გამოწვეულია ფსიქიატრიული პათოლოგიებით“, – განაცხადა წულაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა კლინიკა „ვივამედიდან“ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდების პრობლემა, რაზეც სააკაშვილის ოჯახი საუბრობს, ექიმთა ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას დროში აგვიანებენ, მაგრამ დოკუმენტაციას არავინ უკავებთ და ამ მხრივ პრობლემები არ არის.

მისი თქმით, კლინიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

„ამას ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ამას პაციენტი არ იღებს მათგან, მაგრამ არ იღებს ისევ და ისევ ამ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, რაც ქმნის მანკიერ წრეს. სხვა დანარჩენს, ყველაფერს ცდილობენ კოლეგები, აძლევენ, რაც შეუძლიათ და რაც მათ ხელეწიფებათ”.

შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში კლინიკამ, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ეს არ იცის.

„ამის თქმა მე არ შემიძლია. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს კლინიკამ. კლინიკისთვის შეიძლება, გამოუვალი მდგომარეობაც იყოს. ამ დროს საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით“, – განაცხადა წულაძემ.

ამასთან, წულაძემ აღნიშნა, რომ კლინიკის მენეჯმენტის მიმართ მისი რეკომენდაცია იქნება, რომ სცადონ ფსიქოლოგიური ინტერვენცია და დაიყოლიონ პაციენტი, თუ მისი დაყოლიება შესაძლებელია.

„ანუ, ვუმკურნალოთ ამ ანორექიის მიზეზს და არა – შედეგს, თუ შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved