• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფრთხილად… თითქმის ყველაფერი ინგრევა” – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
12:40 04-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,791

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია facebook გვერდზე 2012 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებულ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:

“2012 წელი, 20 აგვისტო ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთში დიდი მიწისძვრა მოხდება. ფრთხილად! თითქმის ყველაფერი ინგრევა. მოსაზრება, რომ ეს სეისმური ზონა არ არის, ფუჭია. კავკასიონიც განიცდის ბუნებრივ კატაკლიზმებს და ბუნება აქაც ფერს იცვლის. ადამიანი კი ვერასდროს გააკონტროლებს ამ მოვლენებს, ვინაიდან ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ისევ კოსმოსში ბრუნდება. არცერთი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება — ადამიანი უძლურია. საბედნიეროდ, დედამიწა, ანუ ბუნება, ვხედავ, მალე დაწყნარდება.

აი მსოფლიო პოლიტიკაში კი დიდი სირთულეები კვლავ გრძელდება. ირანს დათმობა არ სურს, რაც მათ სახელმწიფოებრიობას დიდ დარტყმას მიაყენებს. ომები ირანს არ ასცდება. ეს მრავალჯერ დავინახე და დავწერე.

შეერთებულ შტატებში, ვიმეორებ, მოდის პრეზიდენტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამერიკის პოლიტიკას, განსაკუთრებით, საგარეოს. ეს იქნება დიდი შეტევითი პოლიტიკა: „არავითარი დათმობა! დროა მსოფლიო მოწესრიგდეს!“ – განაცხადებს ის. ახალი პრეზიდენტი ბევრს აიღებს თავზე, მაგრამ საბოლოოდ ხალხის გულს მოიგებს. „იგი ზრუნავს ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე“, — ასე იტყვიან.

ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთი ძლიერი ლიდერის სახელს დაიმკვიდრებს. ის არავის არ დაექვემდებარება, არც ანგარიშს გაუწევს ვინმეს ან რამეს. მოქმედებს სწრაფად და გააზრებულად. მას სწამს ღმერთი, მაგრამ ღვთის მოშიში არ არის — იგი ღვთის მოსიყვარულეა. რელიგიის მიმართ განსაკუთრებული აზრი აქვს, თანაც აბსოლუტურად სწორი. იგი განსაკუთრებით მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, კრემლის პოლიტიკას არ დაეთანხმება და არც აპირებს, რომ რაიმე დაუთმოს.

„ეს საშიშია“, – ფიქრობს ყველა მის გარდა. „პირიქით, თუ ყველას თავის ადგილს არ მივუჩენთ მსოფლიოს პოლიტიკაში, ეს სახელმწიფოები იქნებიან, თუ იქნებიან, საშიშები კაცობრიობისათვის“, — განაცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

ის არც ჩინეთს დააყრის კარგ დღეს და არც ირანს დაუთმობს არაფერს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და შეუტევს კიდეც ირანს – იმ ქარხნებს ააფეთქებს, სადაც ურანს ამდიდრებენ.

რუსეთი კი ხმასაც ვერ ამოიღებს, თვითონაც ომობს ყოფილ საჭოთა ქვეყნებთან. არ სურს, დამოუკიდებლობა მისცეს მათ, რაც რუსეთს საერთოდ არ ეკითხება. მთავრობის მცდელობა, არ დაიშალოს რუსული „დერჟავა“, მიმართულია ერთადერთი გამოსავლისკენ — ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუნდაც ომების ფასად. მაგრამ რუსეთი ვერ აღადგენს საბჭოთა კავშირს. მისი მთავრობა მხოლოდ ყველაფერს აურევს კავკასიაში, ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთშიც. რუსეთი ძალიან სახიფათო პოლიტიკას გაატარებს და ვხედავ, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან. იქნება ომები, რომლებიც რუსეთს, რუს ხალხს შეეხება. ფრთხილად!!!

საქართველო კი მაინც აირიდებს უსიამოვნებებს რუსეთთან. ამერიკის მხარდაჭერა(!!!) ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა მისი სრული ოკუპაცია მოახდინოს. ეს არ მოხდება, ვინაიდან რუსეთს თვითონ გაუჭირდება საკუთარ სახლში, სადაც ყველა და ყველაფერი აუმხედრდება კრემლის ბინადართ.ვხედავ ასჯერ დანახულს: საქართველო დაჩქარებული წესით შედის ნატოში. ეს ასე მოხდება, გჯერათ თუ არა. ამით საქართველო თავს გადაირჩენს. ამინ“, – წერს კაკულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved