დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი შედგება. ძირითად შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შვეიცარიაში საქართველოს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარტნიორებთან.
6-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს, დევნილები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, რუსეთზე წნეხი უნდა გაძლიერდეს – ამბობს ქართული დელეგაცია და ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა მწვავე საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს მიმდინარე ომის გამო შეცვლილ უსაფრთხოების გარემოში – პარტნიორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
კომენტარები