• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ახალ მოძრაობას ქმნის?!

ალია ავტორი - ალია
20:06 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან – “პირველების” ინფორმაცით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს ცალ-ცალკე შეხვდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციაში იმყოფებოდა დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, “ტვ პირველი” მის დადასტურებას ელოდება.

რაც შეეხება თამარ კორძაიას, ის ამბობს, რომ მას მოწვევა არ მიუღია, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილი მსგავს შეხვედრას გადაწყვეტს, ის რეზიდენციაში მივა.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ დეპუტატები პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იქამდე მიიწვია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ლიეტუაში გაემგზავრებოდა.

პრეზიდენტი მათ ქალების ახალი მოძრაობის დაფუძნებაზე ელაპარაკა.

შეხვედრა ნამდვილად გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულვებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა დანარჩენს ალბათ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტთან შეხვედრას ადასტურებს “ლელოს” კიდევ ერთი წევრი:

„სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება ეს კანონმდებლობა, თუ საზოგადოებრივი პროცესები, მე მაქვს პერიოდულად პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან. მაქვს საქმიანი კომუნიკაცია, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე თავად პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც ან მე ვთვლი ან პრეზიდენტი თვილის, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი შეხვედრა“ – უთხრა ანა ნაცვლიშვილმა “პირველებს”.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს:

„პრეზიდენტი აქ იყო შეხვედრაზე და მეც შევხვდი მას, მაგრამ აი რა თემაზე და როგორ მე მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს თავად. იყო შეხვედრები, მეც ვიყავი მონაწილე, მაგრამ რა როგორ და ამას მე ვფიქრობ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს. ქალები სერიოზულ მოძრაობას ვეწევით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ქალები ვიაქტიურებთ მომავალშიც, აუცილებლად. (კითხვა: სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო შეხვედრა თქვენთან?) კი, მისი გამოსვლების შემდეგ ჩვენი შეფასებების შემდეგ კი, ძირითადად იყო ამ 12 პუნქტის საკითხებზე და ევროპაზე, მაგრამ რა და როგორ თავად უნდა გითხრათ დანარჩენი“ – ხათუნა სამნიძე.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved